სისხლს აღება არ არის ტერაქტის ნაირსახეობა

სისხლს აღება არ არის ტერაქტის ნაირსახეობა

„ხელისუფლება ანგაჟირებულია თუ არა, კოლექტიური მურუსიძე და მთელი სასამართლოს მაფია თვითონ არის დაინტერესებული პირადად, რომ „რუსთავი 2" რაიმენაირად გააჩუმოს... ეს უკვე აღარ არის ბიზნეს დავა, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალურ თემა მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში. ამ ბრიყვული პოლიტიკის გამო „რუსთავი 2" შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში და იმის რისკი, რომ შეიძლება ხელისუფლება ამას გადაჰყვეს, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დსვაზე.

რეზონანსი": „რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ნიკა გვარამიას განცხადებით, არხს სასამართლოში უჩივის 9%-იანი წლის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, რომელიც 26 მილიონს ითხოვს და ამ შეტევის უკან ხელისუფლება დგას, რომელსაც არხის გაკოტრება და შემდეგ ხელში ჩაგდება სურს. „ოცნება" ამტკიცებს, რომ გვარამიას სურს ეს პროცესი შეტევად წარმოაჩინოს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. თქვენი აზრით, რა ხდებარუსთავი 2"-ის ირგვლივ?

გია ხუხაშვილი: დღეს ისეთი აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რომ უკვე მნიშვნელობა აღარც აქვს ამ ქალბატონის უკან დგას თუ არა ხელისუფლება და გეტყვით რატომ. სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ღიად ჩართვამ გამოიწვია ის, რომ დღეს სასამართლო სისტემა „რუსთავი 2"-ის საქმესთან მიმართებაში არის ინტერესთან კონფლიქტში. ანუ, დაინტერესებული მხარეა.

მიუხედავად იმისა, ხელისუფლება ანგაჟირებულია თუ არა, კოლექტიური მურუსიძე და მთელი სასამართლოს მაფია თვითონ არის დაინტერესებული პირადად, რომ „რუსთავი 2" რაიმენაირად გააჩუმოს და რაღაც ქნას. აქედან გამომდინარე, ეს ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა და ამ კატასტროფას მიაღწია ხელისუფლებამ თავისი ბრიყვული პოლიტიკით სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით. აი, ასეთია მოცემულობა.

ეს ქალბატონი თვითონ მოქმედებს თუ მისი უკან ვიღაც დგას, ამას უკვე მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან თვითონ მართლმსაჯულებაა დაინტერესებული მხარე. ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება გამოდის დავაში მხარედ, როგორ შეიძლება იმას სახელმწიფო ეწოდოს? ასეთი აბსურდული ვითარება მივიღეთ, სამწუხაროდ.

": რას მოიტანეს ეს?

გ.ხ.: სტრასბურგში შემაკავებელი ორდერია გაცემული. ამიტომ ეს უკვე აღარ არის ბიზნეს დავა, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალურ თემა მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში. ამ ბრიყვული პოლიტიკის გამო „რუსთავი 2" შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში და იმის რისკი, რომ შეიძლება ხელისუფლება ამას გადაჰყვეს, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია.

": თქვენი აზრით, რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას?

გ,ხ.: სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების ქმედებებში უკვე ლოგიკას ვეღარ ვხედავ. ერთი დიდი აჯაფსანდალი გააკეთეს. თითქოს სუიციდით არიან შეპყრობილები და ნაცვლად იმისა, რომ სახელისუფლებო დეგრადაცია შეაჩერონ, თითქოს უფრო სწრაფი ტემპით მიდიან თვითლიკვიდაციისკენ. დღეს „ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის, ან თუნდაც „რუსთავი 2", „ოცნების" მთავარი პრობლემა თვითონ „ქართული ოცნება", მისი პრეზიდენტია, ასეთი მმართველები, რომლებიც თვითდაზიანებებს იყენებენ ყველა თავისი ნაბიჯით.

":სუს-მა გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი და გვითხრა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს გოგაშვილის მამის საფლავზე ტერორისტული აქტის ჩადენა ჰქონდა განზრახული. მაჩალიკაშვილი რამდენი ხანია ითხოვს, მოკლული შვილის ტერორისტობა დაამტკიცოს შსს-მა და ახლა მას აბრალებენ ტერორისტულ აქტის მომზადებას. რას მოიტანს ეს, რასთან გაქვს საქმე?

გ.ხ.: მთლად კატეგორიული ვერ ვიქნები. ის, რაც გამოაქვეყნა სუს-მა, გასაგებია, რომ არის სერიოზული ეჭვის გაჩენის საფუძვლები, რომ შესაძლოა რაღაც დანაშაულთან გვქონდეს საქმე. ამის ლეგიტიმური საფუძვლები არის, მაგრამ მე ერთი რამ მიკვირს - მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არ ვარ, გამიკვირდა, რატომ არის აქ ტერორისტულ აქტზე საუბარი და არა ვთქვათ, მკველობის ორგანიზებაზე?

ტერორისტული აქტის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ამ ტიპის დანაშაული არ იგულისხმება. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი რაღაც მზადდებოდა მაჩალიკაშვილის მხრიდან, შურისძიების მიზნით აპირებდა ის დანაშაულის ჩადენას და რა შუაშია აქ ტერაქტი? ტერაქტის მოტივი არის სახელმწიფო დატერორება, ინსტიტუტების და ა.შ. დატერორება. აქ კი კონკრეტული ადამიანის მხრიდან სავარაუდო შურისძიების აქტზეა საუბარი და რა შუაშია ტერაქტი?!

რა კვალიფიკაციაა ეს? საერთოდ წაკითხული აქვთ თუ არა კოდექსი და რას ლაპარაკობენ?! არ იყო საკმარისი მკვლელობის მომზადება ეთქვათ, მკვლელობა არ არის მძიმე დანაშაული, მაგრამ ისე უნდოდათ სიტყვა - „ტერაქტის" გახმოვანება, რომ თავი ვერ შეიკავეს?!

": ეს აჩენს თუ არა კითხვებს, რომ ცდილობენ ტერორიზმის ბრალდებით უფრო დაამძიმონ სურათი? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც შვილთან დაკავშირებით იყო ტერორიზმის ბრალდება და ვერა ვერ ამტკიცებენ ამას.

გ.ხ.: რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება. კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ ეჭვები ჩნდება. კავკასიური ტრადიციებით ვერ გამოვრიცხავთ სისხლს აღების ე.წ. ტრადიციას, მაგრამ სისხლს აღება არ არის ტერაქტის ნაირსახეობა.

": რა მოლოდინი გაქვთ, დაიჭერენ მალხაზ მაჩალიკაშვილს? და რას მოიტანს ეს?

გ.ხ.: არ ვიცი. თუ მარტო ის აქვთ, რაც გვაჩვენეს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ამ ძალიან მძიმე ბრალდებისათვის. იმედია, აქვთ სხვა მტკიცებულებებიც. მაგრამ ტერაქტთან კავშირი - ეს აბსოლუტურად გაუგებარია და რატომ იზიანებენ თავს, რატომ აძლევენ ასეთ კვალიფიკაციას საქმეს, რომელიც ისედაც საკმაოდ მძიმედ გამოიყურება, ეს არის გაუგებარი.

Maverick ხუხა, ხუხა, მთლად გაიხუხე აი, სულ ცოტაც და "კეთილშობილურ აქტად" აღიარებ მასეთ ქმედებას.
საცოდავი და არაადეკვატური გახდი, ჭანჭიკები მოგეშვა, შენი ბჟუტურით დაუკრეფავში გადახვედი, შუბლის ძარღვი დიდი ხანია გაწყვეტილი გაქვს!
3 თვის უკან