პატრიარქმა მონათლა რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი, რომელიც ბომბავდა სოხუმს

პატრიარქმა მონათლა რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი, რომელიც ბომბავდა სოხუმს

ინტერვიუ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ბერძენიშვილთან - ბატონო დავით საკმაოდ მწვავე და კრიტიკული წერილი გაავრცელეთ საპატრიარქოს და კერძოდ პატრიარქის მისამართით.

ამ წერილში აღნიშნულია, რომ პატრიარქის და მისი “შავ-ბნელი ქვეშევრდომების“ საქმეების მხილებით მოხარული ხართ, კონკრეტულად რომელ საქმეებს გულისხმობთ?

- ამ ბოლო 30 წლის მანძილზე "რესპუბლიკელების" მხრიდან საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული შეფასება ახალი არ არის. საპატრიარქოს სინოდის ზოგი წევრის და მათ შორის პატრიარქის ისეთ ქმედებაზე, რაც მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ არ იყო კარგი, თვალს არასოდეს ვხუჭავდით და არც მომავალში დავხუჭავთ. მაამებლური პოზიცია არასოდეს გვქონდა და ორჯერ ორი შვიდიაო, რომ თქვას პატრიარქმა, კვერს არ დავუკრავთ. მაგალითი გინდათ? - კი ბატონო. 1994 წელს პატრიარქმა მონათლა რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი, რომელიც ბომბავდა სოხუმს და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო აფხაზეთის ანეექსიის პროცესში. ამას დაემთხვა ისიც, რომ სპირტის ექსპორტით დაკავდნენ საპატრიარქოს ქუდის ქვეშ მოქმედი ბიზნეს სტრუქტურები, რომლებიც გადასახადების გადახდისგან გათავისუფლებული იყვნენ და სახელმწიფოს მყვლეფავები იყვნენ. მაშინ მე გამოვედი პარლამენტში და ვთქვი, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი პრიმიტივია, ხოლო პატრიარქი საბჭოთა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ფუნქციას ასრულებს.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - 2013 წელს, როდესაც თვითმართველობის ძალიან მიკრეჭილ-მოკრეჭილ კანონმდებლობას ვიღებდით, მაშინ ღარიბაშვილმა და კამპანიამ დაიჩივლა პატრიარქთან. ამის შემდეგ გამოვიდა პატრიარქი და თქვა, რომ თვითმართველობა ღუპავს საქართველოს და რომ ეს სამშობლოს ღალატია. პატრიარქმა არ იცის ეს საკითხები და რაოდენ დიდი დამსახურებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, არის სფეროები, რაშიც ვერ ერკვევა, მაგრამ პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ რაშიც ვერ ერკვევი, იმაზე საჯარო განცხადებები არ უნდა აკეთო, თან ასეთი პრეტენზიებით. განცხადებაში ასევე შევეხე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც. ამ თემაზე 10 სოლიდური ქართველი ეპისკოპოსი, სინოდის წევრია ყველა - გამონაკლისის გარეშე, ვინც დასავლეთში წარმოადგენს ქართულ ეკლესიას. იქნება ეს ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა თუ ბრიტანეთის ეპისკოპოსი მეუფე ზენონი, ისინი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერ განცხადებებს საჯაროდ აკეთებდნენ, საქართველოს საპატრიარქოს დიდი ნაწილი კი, პატრიარქის ხელმძღვანელობით, ფეხს ითრევს.

ქართული საპატრიარქო ცდილობს კონსტანტინეპოლის და რუსეთის პატრიარქს შორის დაპირისპირებაში საშუალედო პოზიცია აირჩიოს და სინამდვილეში იყოს კირილის, ანუ პუტინის იმპერიალიზმის მხარეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის რუსეთის იმპერიულობის უმძლავრესი ლოზუნგი, რომ მოსკოვი მესამე რომია და მეოთხე არ იქნება. მოსკოვი არ აღიარებს ბიზანტიას, კონსტანტინეპოლს როგორც მართლმადიდებლობის ცენტრს. რელიგიურად ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც არის მართლმადიდბლელობა. ხუთივე საპატრიარქომ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიის ცნობას. საქართველოში ამბობდნენ ჩვენამდე რიგში ბევრიაო, თუმცა დანარჩენებმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი აღიარეს, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენი მთავარი მიდგომა არის, ის რომ რელიგიურად სწორედ იყოს გააზრებული ის, რაზეც ლაპარაკობენ. ქრისტე არ მოსულა ქართველი ერის გადასარჩენად, ქრისტე მოვიდა თითოეული ადამიანის გადასარჩენად. ამიტომ, ეპისტოლეებში, ქადაგებებში მუდმივად საუბარია, ქართველი ერის მართლმადიდებლობაზე, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და რომ ერი და რწმენა ერთიდაიგივეა. წავიდა ეს დრო, ეს არის შუასაუკუნეების დროინდელი მიდგომა ნაციონალური იდენტობა - ქართველობა, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი აღმსარებლობის, მათ შორის დომინანტი აღმსარებლობის მატარებელი ქართველები. ეს არის ის თემები, რის გამოც ჩვენ არ ვცდილობთ საპატრიარქოს ყველაფერზე ტაში დავუკრათ.

- თქვენ წერილში ასევე საუბრობთ და პარალელს ავლებთ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძესა და "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მამა თეოდორეს შორის. რას გულისხმობთ?

- აღმაშფოთებელია ე.წ. "ციანიდს საქმეზე" ის პოზიცია, რაც საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაიკავა. აღმაშფოთებელია დეკანოზის სიცოცხლის, ჯანმრთელობის იგნორირებით, საქართველოს პატრიარქის და სინოდის წევრების პოზიცია. მე ვიცი, როგორ მოიქცა პატრიარქი "თვითმფრინავის ბიჭების" საქმესთან დაკავშირებითაც 1984 წელს, მამა თეოდორე ჩიხლაძის შემთხვევაში. ეს ადამიანი, რომელიც არ იყო თვითმფრინავში და რომელსაც არანაირი ქმედება არ ჩაუდენია თვითმფრინავის გატაცებაში, არ დაიცვა საპატრიარქომ მხოლოდ იმიტომ, რომ ანტიკომუნისტი იყო და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ილია მეორესთან. ეს შეგიძლიათ საბჭოთა სასამართლოში მოიკითხოთ და ნახავთ, დაიცვა თუ არ პატრიარქმა მისი სასულიერო პირი. ყველა ადამიანი არის ცოდვილი, მათ შორის პატრიარქი. ამას გვეუბნება ქრისტინობა, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი მოწინააღმდე, ფაქტობრივად საპატრიარქოს მტერი არის უცოდინარი და აგრესიული მრევლი, რომლებიც გუშინ რაიკომის მდივანს ემორჩილებოდა და დღეს ეპისკოპოსს, რომელთა რწმენა პირობითია.

ივანიშვილის ხელისუფლებამ ხელი დაუქნია სპაატრიარქოს და მოთოკა და შემდეგ გამოიყენა. ეს ვითარება ადასტურებს, რომ საპატრიარქო შეკრულია ნებისმიერ ხელისუფლებასთან, ნებისმიერ დროს. შევარდნაძის დროს უპირველესი გიორგი იყო, შემდგე იყო ასლან აბაშიძის ფარი-ზურგი, როგორც პატრიარქი, ისე მისი ძმიშვილი მეუფე დიმიტრიც. ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და პრობლემა ჰქონდა დემოკრატიასთან და პიროვნების თავისუფლებასთან. ამას არ ვმალავდით, თუმცა მასთან ერთად, ხელი მოვაწერენ დამოუკიდებლობის აქტს. ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა მსოფლიო სახელი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე და ამასაც არ ვმალავდით. სააკაშვილს უამრავი მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაგრამ მას უნდოდა რეფორმები დემოკრატიის გარეშე. ბიძინა ივანიშვილი კი იყო ინსტრუმენტი სააკაშვილის უკვე სახიფათო რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ მან მრავალპარტიულობიდან ერთპარტიულობისაკენ, რომ დააპირა სვლა და პოლიტიკა რომ გარიყა მისი მმართველობიდან, არა მარტო კოალიცია, არამედ ეკა ბესელიაც კი ვერ აიტანა საკუთარ პარტიაში. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია არც მას ვეპუებით.

- თქვენ ალბათ აცნობიერებთ, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდებით, რადგან უპირისპირდებით ყველაზე მძლავ და გავლენიან ინსტიტუტს და ყველაზე ავტორიტეტულ ადამიანს.

- სტრატეგიულად იქნება პოზიტიური, ტაქტიკურად კი, რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება. 1978 წელს "რესპუბლიკელებმა" ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლი საქართველო. იცით რა არაპოპულარული და საშიში იყო ამის საჯაროდ გაცხადება? 400 000 ქართველი კომპარტიის და ცეკატეკას წევრი იყო. ეს ადამიანები ამავდროულად, თან ქვეყანას ყვლეფდნენ და თან 7 ნოემბერს და 1 მაისს ტაშს უკავდნენ. ასეთი იყო მაშინდელი ცხოვრების წესი, შვიდმაგი მორალი იყო ქვეყანაში. ამიტომ, მთავარი და არსებითი ის კი არ არის, დღეს რა არის პოპულარული, მთავარია რა არის სწორი. თუ მაინცდამაინც პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით ვილაპარაკებთ, ღირებულებების ღალატი არ შეიძლება. ახლომხედველი ტაშს დაუკრავს, დაუკრავს და აითქვიფება. "რესპუბლიკური პარტია" ღირებულებებით არ ვაჭრობდა არასდროს და უკვე 41

სოციალისტი ფუი ეშმაკს!
4 წლის უკან