"ვინ არის დღეს „ოცნებაში?“ - მხოლოდ მედროვეები, „მოქკავშირის“ წევრები და „ნაცმოძრაობის“ მსახურები"

„მმართველობის სტრუქტურაში სისტემური კრიზისი გვაქვს; ვიღაცის წასვლა-მოსვლით არაფერი იცვლება, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. ქობულიასთან მიმართებაში კონკრეტული პრეტენზიები მაქვს - არაფერ სისტემურს და მნიშვნელოვანს არ აკეთებს. ამასთანავე, ცნობილია სრულიად არაადეკვატური განცხადებებით.

„თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად მაინც არ მიმაჩნია. სულ ანგელოზები რომ დანიშნონ, თუ ეს მანკიერი სისტემა არ შეიცვალა, სადაც ინსტიტუციური აჯაფსანდალია, რა მნიშვნელობა აქვს?" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ საუბრისას.

რეზონანსი": დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელსაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარედგინა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.

გ.ხ: ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. მოსამართლეთა დანიშვნის თემაზე ოპოზიციის მთავარი ინსტრუმენტი ობსტრუქციაა. ყველა ქვეყანაშა ასე ხდება და ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოში.

ოპოზიცია ცდილობს მოაწყობს ობსტრუქცია და მაქსიმალურად გააშიშვლოს ხელისუფლება, რომელსაც აბსოლუტურად მანკიერი პროცესი შეაქვს სასამართლოში.

": „ქართული ოცნება" დაიშლება?

გ.ხ: „ქართული ოცნება," როგორც ასეთი, არ არსებობს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - „ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველა რომ წავიდეს და სულ ახალი ადამიანები მოვიდნენ, ამით არაფერი შეიცვლება. ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტია, სადაც პიროვნებები არიან.

მარტო ივანიშვილი რომ დარჩეს და სხვა ყველა წავიდეს, ამით ვითარება მაინც არ შეიცვლება, რადგან ყველა რესურსი მის ხელშია. სხვა საკითხია ასეთი სისტემური ნგრევა, რადგან ყველაფერი ბაბილონის გოდოლის პრინციპით არის აშენებული, რომლის რღვევა და ნგრევა დაწყებულია. უბრალოდ, ეს ძველები წავლენ, ახლები კიდევ აღარ მივლენ და თავისთავად, დაიცლება.

„ქართული ოცნება" მნიშვნელობის ცენტრი აღარ არის. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უკვე კატასტროფულად შელახულია. რისი იმედი უნდა ჰქონდეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ვინ არის დღეს „ქართულ ოცნებაში?" - მხოლოდ მედროვეები. იქ, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არის დარჩენილი. მხოლოდ მედროვეები, მაჟორიტარები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს „მოქალაქეთა კავშირის" წევრები და „ნაციონალური მოძრაობის" მსახურები არის „ქართული ოცნების" ელიტა. იქ სხვა აღარავინ აღარ დარჩა და მათზე, როგორც რაღაც პოლიტიკური კომპონენტზე და მათ წასვლა-მოსვლაზე მსჯელობა საერთოდ არ მიმაჩნია რეველანტურად.

": ოპოზიციის შანსებზე რას იტყვით? რამდენად რეალურია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის .. მესამე ძალა გამოჩნდეს?

გ.ხ: პროცესი როგორც ვითარდება, მეტად მოსალოდნელია ე.წ. ულტიპარტიული სისტემის მიღება პოსტსაარჩევნო კვალიციებით, რაც ამ ისიტორიულ ეტაპზე, როგორც ჩანს, ჩვენი ერთადერთი შანსია, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ მარაზმიდან გამოსვლა. როდესაც ერთი რომელიმე ძალა მოდის ხელისუფლებაში, ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ საქმე ძალაუფლების უზურპაციით და დემოკრატიული პროცესის შეფერხებით მთავრდება.

ულტიპარტიული დემოკრატია უნდა მივიღოთ. არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ცენტრი, არამედ ბევრი პოლიტიკური ცენტრი პოსტსაარჩევნო კვალიციური ხელისუფლების ფორმირებით. ეს მოგვცემს შანს, რომ მათ ერთმანეთი აბალანსონ და ქვეყანა ძალაუფლების უზურპაციისგან დააზღვიონ.

ასეთ განვითარებას ვისურვებდი; ტენდენციები ისეთია, რომ მაღალი შანსია ასე მოხდეს. ისეთი ქარიზმატული ძალა, რომელიც დღეს ძალაუფლების მონოპოლიზაციას სამომავლოდ მოახერხებს, არ ჩანს. მათში არ იკვეთება ვიღაცის განსაკუთრებული გაძლიერება.

გამი ამ ტიპაჟს სინდისის "სისტემური დაფიციტი" აქვს; ინტელექტუალური "ბაბილონიზმი" და ზნეობის "ინსტიტუალური რღვევა!" ამის გაკეთებული საქმე მანახა. რა ქნეს გაიყვეს კვერცხის ფული ამან, ნაცვლიშვილმა და კილაძემ?
1 თვის უკან