მეუფე ზენონმა გურამ შარაძის განცხადებებს აბსურდული უწოდა

მეუფე ზენონმა გურამ შარაძის განცხადებებს აბსურდული უწოდა

დმანისის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი აბსურდულს უწოდებს გურამ შარაძის განცხადებას, პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ.

შარაძის მტკიცებით, სინოდის წევრები და შეთქმულების სხვა მონაწილეები პატრიარქის ჩამოცილებას უბინძურესი მეთოდებით გეგმავენ.

„ამ სახის ბრალდებები თავად საპატრიარქოდან ვრცელდება“, - აღნიშნა მეუფე ზენონმა.

მისი რწმუნებით, „სინოდის არც ერთი წევრი არ დაუშვებს, რომ პატრიარქი ვინმემ დაამხოს და ამ უღირს საქმეში მონაწილე მღვდელმთავარმა შემდეგ უწმინდესის ადგილი დაიკავოს.“