ირაკლი ბაგრატიონი სამეფო სკანდალის დეტალებზე ალაპარაკა - რას ნანობს მეფე?

ირაკლი ბაგრატიონი სამეფო სკანდალის დეტალებზე ალაპარაკა - რას ნანობს მეფე?

ინტერვიუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბიძაშვილთან, ირაკლი ბაგრატიონთან

საქართველოს სამეფო კარის სკანდალი გრძელდება. ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-მუხრანელებს შორის ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, გასულ კვირას დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ბევრმა მისი ესპანეთში წასვლა შეაფასა როგორც გაქცევა, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მნიშნელოვანი სასამართლო ელოდა. თავად ბაგრატიონის ადვოკატის ინფორმაციით, საქართველო დედის ავადმყოფობის გამო დატოვა.

"2020NEWS“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბიძაშვილს ირაკლი ბაგრატიონს ესაუბრა. ირაკლი ბაგრატიონი დარწმუნებულია, რომ სამეფო გვარში კონფლიქტი ხელოვნურად არის წარმოქმნილი.

ირაკლი ბაგრატიონი: მე და დავით ბაგრატიონს ერთი და იგივე წინაპრები გვყავს. ბაგრატიონების შტოსგან მუხრანელები მეთექვსმეტე საუკუნეში ცალკე გავიდნენ. მუხრანის მხარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენმა წინაპარმა თქმა, რომ მას დაიცავდა. დავითის დიდი ბაბუა რევოლუციამდე წავიდა ესპანეთში, მეორე ძმა წავიდა იტალიაში, ხოლო ჩემი დიდი ბაბუა დარჩა საქართველოში, თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

- ბიძაშვილები პირველად როდის შეხვდით ერთმანეთს?

- 1995 წელს დავითის მამა პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი ჩამოვიდა იტალიდან. შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში შედგა, ვიყავით ჩვენ, ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს პატრიარქი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. მას ბევრი სახელმწიფო მოღვაწე ესწრებოდა.

- წლების შემდეგ როდესაც დავითი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დაქორწინდნენ, რა მოხდა, რატომ დაიძაბა ურთიერთობა? ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად იყო...

 - ძალიან კარგი ქორწილი იყო, რომელსაც პრინცები, სამეფო გვარის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. დაიბადა ძალიან საყვარელი ბავშვი და შემდეგ ოჯახი დაიშალა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ არის დამნაშავე, სად დაუშვეს ბაგრატიონებმა შეცდომა? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს?

- საბჭოთა კავშირის დროს, როგორც იცით, ბაგრატიონები არანაირად არ იყვნენ პრივილეგირებულები. ამიტომ ბაგრატიონ გრუზინსკებსა და მუხრანელებს შორის არანაირი დაპირისპირება არ იყო. მერე  ორი ბაგრატიონის შტო შეერთდა და შექმნეს ოჯახი. დაიბადა ერთი ბავშვი. ორივე შტოს წარმომადგენელი. მაგრამ მერე რატომღაც ეს კონფლიქტი აფეთქდა. ანა ბაგრატიონის მხარე ამბობს, რომ ჩვენ ვართ პირველები, მუხრანელები არაფრები არ არიანო. ვერ ვხვდები, ამას რატომ ამბობენ, როცა ბავშვი უკვე დაიბადა. ვინ დაიწყო კონფლიქტი არ ვიცი, რაც ჩემი თვალით არ მინახავს, იმაზე ვერ ვისაუბრებ.

- რამდენად უშვებთ, რომ დავითმა იძალადა ანა ბაგრატიონზე. გისაუბრიათ ამის შესახებ თქვენს იძაშვილთან?

- სანამ საქართველოდან წავიდოდა, ბოლო ორი დღე მასთან ერთად გავატარე. ამ დეტალზე რომ ვკითხე, მითხრა, არ ყოფილა მსგავსი შემთხვევაო. საქართველოდან წასლამდე საზღვარგარეთ ბევრს საუბრობდა. ხან იტალიურად საუბრობდა, ხან ეპანურად. ერთ-ერთი საუბრის შემდეგ უცბად დადო ყურმილი და ბარგის ჩალაგება დაიწყო. რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მითხრა, სასწრაფოდ უნდა წავიდე ესპანეთშიო. ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი წასვლა. მივედით აეროპორტში, იყიდა ბილეთები. თვითმფრინავს დაახლოებით, ხუთი საათი ველოდებოდით. სულ ვლაპარაკობდით და ერთადერთი რასაც დარდობდა, ის იყო, რომ ბავშვს ვერ ნახავდა. რას ეტყვიან, რატომ არ მოვიდა მამაო, მეუბნებოდა. მე არ მიკითხავს, რატომ მიდიოდა.

- სკანდალის შემდეგ ჩამოვა საქართველოში? როგორც ამბობენ დედამისი უკვე კარგად გრძნობს თავს.

- რომ ჩავიდა ესპანეთში მეორე დღეს მომწერა და მითხრა, რომ საქმეებს მოაგვარებდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში. რომ ვკითხე რამდენ ხანში დაბრუნდები-მეთქი, მითხრა, ორი კვირა მაინც მჭირდება საქმეების მოსაგარებლადო. როგორც მომწერა, ბიზნესის გამო ჩერდება ესპანეთში და რომ მოაგვარებს ყველაფერს, აუცილებლად დაბრუნდება უკან.

- ანა ბაგრატიონ - გრუზისნსკისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

_ პირდაპირ გეტყვით, ანა ბაგრატიონისთვის გამარჯობა-ნახვამდის მეტი არც არაფერი მითქვამს. ნუგზარ ბაგრატიონს შორიდან ვიცნობ. საიდან და რატომ დაიწყო ეს კონფლიქტი, ვერ ვხვდები. მე ვფიქრობ, ეს გაუგებრობა, სპეციალურად ჩააგდეს, ვიღაცის ინტერესებში არის, რომ ბაგრატიონებში გაუგებრობა იყოს.

- ვისზე გაქვთ ეჭვი?

- არ ვიცი, ხომ გეუბნებით, გასული საუკუნის ბოლოს ჩვენს შორის იდეალური ურთიერთობა იყო და არც არასდროს ყოფილა დაპირისპირება. ახლაც, მე ნუგზარ ბაგრატიონთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს მართალია, მაგრამ ქუჩაში თუ შემთხვევით შევხვდებით, ერთმანეთს ჩვეულებრივ ვესალმებით.

 

სოციალისტი მეფე არა იმპერატორი არ გინდათ კიდევ?!
1 კვირის უკან