გუშინ, 26 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა მიტინგი, რომლის თემა ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
მიტინგს, რომლის ორგანიზატორი ვიქტორ შენდეროვიჩი იყო, 1.500 კაცი დაესწრო.
მიტინგზე ბოლო დროს მოსკოვში გახშირებულ შეტაკებებზე ილაპარაკეს. მისი პათოსი იყო რუსეთი ფაშიზმის გარეშე. ერთ მონაწილეს კი ხელში ეჭირა პლაკატი, რომელზეც ეწერა „ჩვენ გვიყვარს ხაჭაპური“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვის „სპარტაკის“ ქომაგი კავკასიელებმა მოკლეს, რასაც რუსების მასობრივი ანტიკავკასიური გამოსვლები მოჰყვა.