მადრიდის „რეალმა“ გარეტ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა. „სამეფო კლუბის“ დირექტორმა ფეხბურთელის აგენტებს უკვე აცნობა. ამის შესახებ AS-ი წერს.
ირკვევა, რომ ბეილი თავად გადაწყვეტს თუ სად ითამაშებს ზაფხულიდან.
ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდიდან დღემდე სპორტსმენის ანგარიშზე 227 მატჩი, 102 გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.
მადრიდის „რეალი“ გარეტ ბეილს 130 მილიონ ევროდ აფასებს.