ანა და დავით ბაგრატიონები ამჯერად ძვირადღირებულ ავტომობილებს ვერ იყოფენ.
დავა თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლოში 17 აპრილს შედგება. საუბარია "mercedes de cielo", "porsche cayenne" და "bmw x5".
როგორც დავით-ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქონების დათმობას არ აპირებს.
ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს ძალადობაშიც ადანაშაულებდა, თუმცა სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქვეყანაში დავრუნებას, ადვოკატი ამბობს, რომ ის მას შემდეგ დაბრუნდება, რაც დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.