გორის მაგისტრალზე გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის გურამ გოგიჩაშვილის მამა, გურამ გოგიჩაშვილია. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ამ ინფორმაციას ოსიაურში ხაშურის მერის წარმომადგენელი ლაშა მალხაზიშვილიც ადასტურებს.
ამ დილით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანა დაიწვა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.