რატომ დაკიდეს რუსეთის პარტიარქის ფოტო საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში?

რატომ დაკიდეს რუსეთის პარტიარქის ფოტო საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში?

საქართველოს საპატრიარქო, რეზიდენციის ერთ -ერთ შესასვლელში ჩამოკიდებული რუსეთის ეკლესიის მეთაურის, ალექსი პირველის პორტრეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეეთბს. პორტრეტი იმ ფოტოზე შეინიშნება, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის კადრია ასახული.

საპატრიარქო ამ ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურის, ალექსი პირველის ფოტო საპატრიარქოს რეზიდენციაში საქართველოს ავტოკეფალლიის აღდგენას უკავშირდება.

კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.ესენია:

რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, - მან 1943 წელს აღიარა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი.და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე, ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.სამწუხაროდ, ბოლო დროს ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო.

სოციალისტი ზოგიერთი გონებადაბნელებულის საყურადღებოდ - რუსეთმა სტალინის ზეწოლით 1943 წელს აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ხოლო ე.წ. თავისუფალი სამყაროს წარმომადგენელ ე.წ. მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ 47 წლის შემდეგ, 1990 წელს! ყველაფერი გასაგებია მე მგონი???!!!
6 წლის უკან