"ეს კადრები რომ ვნახე, ტელეფონი გამივარდა ხელიდან" - რამ გააოგნა კალაძე?

თბილისის მერისთვის მოულოდნელი იყო შალვა შავგულიძის დანახვა "ევროპული საქართველოს" წევრების გვერდით. განცხადება ამის შესახებ თავად კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, შავგულიძის მთაწმინდის მაჟორიტარად წარდგენის კადრები როცა ნახა, "ტელეფონი ხელიდან გაუვარდა".

"ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანი შამპანურით სავსე ჭიქას უჭახუნებს იმ ადამიანს, რომელიც არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც გირგვლიანი მოკლა. მე რომ ვნახე ეს კადრები, ტელეფონი გამივარდა ხელიდან. გულწრფელად გეუბნებით. ნამდვილად არ ველოდები ამას. როდესაც შენ პირდაპირ მიბმული ხარ ნაციონალურ მოძრაობაზე (იმას ხომ არ ვიტყვით, ევროპული საქართველო და ენმ განსხვავდება, ეს ერთი ჯგუფია), ცხადია, ადამიანებს უჩნდებათ მოსაზრება რომ შენ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და მათი იდეების გამზიარებელი", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.

tngh თუ მეხსიერება არ მღალატობს, იმ "ტუსოვკაზე", რომლის შემდეგ გირგვლიანის მკვლელობა მოხდა, სხვა მაღალჩინოსნების მეუღლეებთან ერთად ბ-ნი გ. უგულავს და ბ-ნი გ. ბოკერიას მეუღლეებიც იმყოფებოდნენ. საკვირველია, როგორ დაავიწყდა ეს ამბავი გირგვლიანის ადვოკატს, ბ-ნ შ. შავგულიძეს??? მართლაც საოცარია ესეთი გულმავიწყობა...
6 წლის უკან