ან იქნება საქართველო ქართველების გარეშე,ან საქართველო სვავის გარეშე! - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და ქართველ ემიგრანტებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ყველგან მუდმივად ვხვდები ქართველებს.სულ უფრო მეტ დედას ჰყავს დატოვებული შვილები, ოჯახის უფროსებს-ოჯახები. ესაა ივანიშვილის ოცნება-საქართველო ქართველების გარეშე!
აუცილებლად დაგაბრუნებთ ღირსეულ პირობებში!
ან იქნება საქართველო ქართველების გარეშე, ან საქართველო სვავის გარეშე!
არჩევანი ყოველ ჩვენგანზეა!"- წერს სააკაშვილი.