ბიძინა ივანიშვილის პირადი დრამა და ტრაგიზმია, რომ ყველა პრობლემის სათავედ მიიჩნევენ

ბიძინა ივანიშვილის პირადი დრამა და ტრაგიზმია, რომ ყველა პრობლემის სათავედ მიიჩნევენ

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მმართველობითი სისტემის რღვევას ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრების გაჩენა მოჰყვება. ამის შესახებ ექსპერტმა „2020NEWS-სთან“ საუბარში განაცხადა. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პირადი დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ პრობლემაში მას ადანაშაულებენ. „როდესაც მმართველობითი სისტემა ინგრევა ბევრი პრობლემა წამოყოფს ხოლმე თავს, ეს ტენდენციები საბოლოოდ მიგვიყვანს ახალი პოლიტიკური ცენტრების გაჩენაზე. მანკიერება და ამ თემების აბსურდი ის გახლავთ, რომ ერთი შეხედვით ტაქსისტების აქციასთან ბიძინა ივანიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს. ტაქსისტების პრობლემა თბილისის მუნიციპალიტეტის პრობლემა იყო და მათ გადაწყვეტილებებს მოჰყვა ეს პროტესტი, მაგრამ ყველა აპელირებს ბიძინა ივანიშვილთან, ეს არის ტრაგიზმი ვითარების და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დრამა. ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც მასთან ვითომ კავშირი არ აქვს, მასთან მიდის. მას აკისრებს საზოგადოება პასუხისმგებლობას. მაგრამ ის თავის ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ საერთოდ არ არის არაფერზე პასუხისმგებელი. პარადოქსია. მას საერთოდ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება“, აცხადებს ხუხაშვილი. ხუხაშვილის თქმით, ტაქსისტების აქციის მსგავსი ლოკალური პროტესტები ქვეყანაში კიდევ ბევრი იქნება. „ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც პატარა რყევების პროცესი უნდა გავიაროთ. მერე ერი უნდა კონსოლიცირდეს ერთი ან თუნდაც რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ, ეს გარდაუვალია. ამ პროცესს უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ტაქსისტების დღევანდელი აქცია“, აცხადებს ხუხაშვილი.