“ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, რეფორმა არ გადავადდება”

“ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, რეფორმა არ გადავადდება”

„ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მერის თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. „პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან“, – აღნიშნა კალაძემ.

ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.

ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს, მძღოლებმა მანამდე აქცია აგრარული უნივერსიტეტის წინ გამართეს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.