ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებს უმუშევრად, უპუროდ ტოვებს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ტაქსისტების საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომლებიც სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან არიან შეკრებილები.
„გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ," - განაცხადა გუგავამ. "ლეიბორისტული" პარტიის წევრები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყო. მძღოლები ახალი რეგულაციების 2 წლით გადავადებას მოითხოვენ.