“ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი”

“ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი”

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ე.წ. სამეფო დავა შეწყდა.

მოსამართლის თქმით, არ არსებობს სარჩელის განხილვის არანაირი საფუძველი.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებას ედავებოდნენ. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება ჩამორთმეოდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის უფლება დამცველმა სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ დავიწყეთ წარმატებული სვლა, ჩვენი პოზოცია თავიდანვე ეს იყო, ვამბობდით რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო. მოსამართლეს არ აქვს არანაირი იურიდიული ინტერესი. ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ვიმეორებ ყველა დავა  ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება. მათ შორის დავა ანაზე შესააძლო ძალადობის ფაქტზეც.” – აცხადებს ადვოკატი

სასამართლო პროცესიდან გამოსულმა, ანა ბაგრატიონმა კომენტარი არ გააკეთა.