“სასწაულით გადავრჩი… ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიანს სიცოცხლის ფასს შეაგრძნებინებს”

“სასწაულით გადავრჩი… ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიანს სიცოცხლის ფასს შეაგრძნებინებს”

გუშინ, თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზეა განათავსეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-სა და თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან.

სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება და გახშირებული ავტოავარიების პრევენციას ემსახურება.

თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ექიმი-კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

ამოტრიალებულ მანქანებზე მინდა დავწერო, მე კიდევ უფრო მეტს დავაყენებდი, იმიტომ რომ უამრავი უაზრო ავარიის საშინელი შედეგი მაქვს ნანახი,ჩემი სამსახურიდან გამომდინარეერთი დღე მაინც დარჩითემერჯენსისგანყოფილებაში, ან რეანიმაციაში შეგატარებთ! 1 თვის წინ ჩემი 2 ახალგაზრდა ექიმი კინაღამ დაგვეღუპა, ასევე ავარიაში, მე თავად სასწაულით გადავრჩი

ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიანს სიკვდილს შეახსენებს და სიცოცხლის ფასს შეაგრძნებინებს! ასეა ეს!”, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.