საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი მთლიანად მიყავდაპარლამენტის თავმჯდომარეს, ისე, რომ იურიდიულ კომიტეტში საკმაოდ ვრცლად მომზადებული შენიშვნები მათ შორის, ბევრი შენიშვნა, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, განსაკუთრებთ ადამიანის უფლებების ნაწილში არ გაიზიარა.
ეკა ბესელია განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ეხმაურება, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
„მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება ბესელიობანათი დაიღალა. არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი. ზოგიერთი მედიასაშუალების მიზანია, ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს, მაგრამ საზოგადოება დაღლილია ბესელიათი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.