კონსტიტუციის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

კონსტიტუციის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩაზე 3000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ბორდიურები და ძველ დაზიანებულ ასფალტს ახალი ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „გლობალ ჰაუსი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 170 000 ლარია.