“ერთმა მაინც გაბედეთ… სოლოლაკში აიტანეთ და ფეხებთან მიუყარეთ!”

“ერთმა მაინც გაბედეთ… სოლოლაკში აიტანეთ და ფეხებთან მიუყარეთ!”

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის მწვავედ აკრიტიკებენ:

“აი, ძალიან გთხოვთ, რა!

სანამ ზოგიერთნი ივანიშვილის გინებას დაიწყებთ, მის მიერ თქვენდამი გაკეთებული სიკეთეები სოლოლაკში აიტანეთ და ფეხებთან მიუყარეთ!

ჰო, აბა, მიდით, მიუყარეთ, თუ მაგრები ხართ და ამის შემდეგ დავიჯერებ, რომ უზნეოები არ ბრძანდებით!

მიდით-მეთქი, ერთმა მაინც გაბედეთ”, – წერს ზედელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.