თანხის გაფლანგვაში ბრალდებული კახა ბასილია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

თანხის გაფლანგვაში ბრალდებული კახა ბასილია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

თანხის გაფლანგვაში ბრალდებული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

ბასილია წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი მის ჩამოსაშორებლად დაიგეგმა.

„ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ, რაც მე გამოვხატე რაღაც პოზიციები იმის შესახებ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს რაც კეთდება 2012 წლიდან და დავაფიქსირე, დეკემბერში, პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომ მე ამ კამპანიაში არ ჩავერევი. მაქვს ჩემი მოსაზრებები და ალბათ, 2020 წლისთვის, წავალ პოლიტიკაში" - განაცხადა კახა ბასილიამ.

ცნობისთვის, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

mamuka რა გახდა ასე უსაშველო გავხადოთ ეს პარლამენტი 150 კაციანი კი არა 3 000 000 ნი და ამოისუნთქავს ბერი და ერიც
4 წლის უკან
სოციალისტი ამან თუ გაფლანგა რა ასეთი თანხა გაფლანგა?! ეგერ უგულავამ 50 მილიონი გაფლანგა და ყოველ დღე პალიტრა ტვ-ს ეკრანიდან ერს თუ ბერს ჭკუას გვარიგებს!
4 წლის უკან