2004 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ დოდო აფრასიძემ ადვოკატთან და შვილიშვილთან ერთად აფრასიძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანა.
დოდო აფრასიძის თქმით, გამოძიება 7 წელია მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ არის დასჯილი, სწორედ ამიტომ იგი აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს და პირადად სთხოვოს აღნიშნული საქმით დაინტერესება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აპირებს.
„მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, მინდა მასთან შეხვედრა, რადგან სხვანაირად არაფერი გამომივიდა. 7 წელია მიმდინარეობს გამოძიება, დაზარალებულად გვცნეს, თუმცა დამნაშავე არ არის გამოვლენილი. დაველოდები დღის განმავლობაში რა პასუხს გამცემენ ჩემი განცხადების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები დავიწყო შიმშილობა", -განაცხადა დოდო აფრასიძემ.
შეგახსენებთ, 2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.
'worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)