“თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის…”

“თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის…”

ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გასვლის საკითხს.

მდინარაძე ფიქრობს, რომ ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ეს პროცესი საკრებულოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გასვლით დასრულდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, მმართველი პარტიიდან ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა მიანიშნებს თუ არა პარტიაში რღვევის პროცესზე, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს პერსპექტიული არ არის.

“თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა. ჩვენ არაერთი “ფეისბუქ სტატუსი” ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და რამდენიმე თვის წინაც კი, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა “ქართულ ოცნებაში”. აქედან, გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვების პროცესი.

გულწრფელი რომ ვიყო, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მწვავე გამოწვევებიც, შეიძლება ასე ითქვას. ამ პრობლემების და გამოწვევების ადეკვატურად, ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ, ვფიქრობთ. “ქართული ოცნება” ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრაზე და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები არის რეალური საქმე. ჩვენ, მაგალითად, გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც არ იყო ადეკვატური იმ საუბრებთან, რაც გუშინ წინ ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო. ეს იყო ისტერია, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული. პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერია, არამედ საქმეზე ორიენტირება.

თუ ღირებულებების აცდენაა ადამიანზე, დემოკრატიაზე, ხალხის გაჭირვებაზე ორიენტირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუ ღირებულებებზე აცდენაა სამჯერ მეტი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად ხორციელდება ამ ქვეყანაში, ასევე, თუ ღირებულებებზე აცდენაა სიცრუესთან და პოპულიზმთან დაპირისპირება და რეალურად, ქვეყანაზე ზრუნვა, მაშინ შეგვიძლია ასეც ვთქვათ. მაგრამ,როდესაც ერთ მხარეს გვაქვს რეალური ზრუნვა დემოკრატიასა და ადამიანის გაჭირვებაზე და მის აღმოფხვრაზე, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს პოპულისტური განცხადებები, სიცრუე, მაშინ ვფიქრობ, ღირებულებების აცდენაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი”, – აცხადებს მდინარაძე.

 

trampi ''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა
13 იანვარი, 9:02


''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.

image

რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.


1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)
5 წლის უკან