საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვეს. ისინი დავით მაღრაძის მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდებიან. ორივე დეპუტატმა უმრავლესობიდან წასვლა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა პარლამენტში ბესელიას ჯგუფი გავიდა უმრავლესობიდან.
"ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე გმირია, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება კი იყო ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია", – განაცხადა ჯიშკარიანმა.