ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტანგ შაქარაშვილის მიერ პარტია ,,ქართული ოცნების” დატოვებას.
„ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ასცდა თუ არა “ქართული ოცნება” იმ ღირებულებებს, რაც 2012 წელს ჰქონდა? კალაძემ უპასუხა, რომ ამას არ ეთანხმება.
„ეს მათი მოსაზრებაა და ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება”,- განაცხადა კალაძემ.