ამერიკაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ბარბარე დავრიშაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათესავია, როგორც ირკვევა პრეზიდენტს ბარბარეს ძმა ჰყავს მონათლული.
საქართველოს პრეზიდენტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბარბარესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სამძიმარს გამოთქვამს.
"რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი, ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს!" - წერს ზურაბიშვილი .
"პრაიმტაიმმა" ბარბარეს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზიც გაარკვია. გოგონას ეპილეფსია სჭირდა და ის ძილში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონა წმინდა ნინოს სახელობის მოძღვრის მამა არჩილ დავრიშაშვილის შვილია.