გია აბაშიძე: აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ჩაიდინა ბატონმა შავგულიძემ ამორალური პოლიტიკური საქციელი

გია აბაშიძე: აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ჩაიდინა ბატონმა შავგულიძემ ამორალური პოლიტიკური საქციელი

ექსპერტ გია აბაშიძის პოსტი სოციალურ ქსელში:

ვხედავ, რომ საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი ჩინჩალაძე-მურუსიძეზე და სასამართლოში კიდევ სხვა გვარებზე, რომლებიც დემონიზირებულნი არიან სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგრამ ამავე დროს, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ჩაიდინა ბატონმა შავგულიძემ ამორალური პოლიტიკური საქციელი, როდესაც წინა რეჟიმის იმ პარტიასთან აფილირდა და მათი სახელით დგება წინასაარჩევნო მარათონში მთაწმინდაზე. არ მინდა მაგალითებად მოვიყვანო ის ცუდი შედარებები, სინონიმები, ეპითეტები ბატონი შავგულიძის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომ წარმოადგინოს იმ რეჟიმის პარტია, თანაც მთაწმინდის რაიონში, სადაც საწყალი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ძალიან ბევრ ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში შავგულიძის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს მისი არჩევანია და წარმატებები მას ამ საქმიანობაში. თავად მთაწმინდის ამომრჩეველი გადაწყვეტს რამდენ ხმას მიიღებს ის და საერთოდ მეორე ტურშიც თუ გავა, ეგეც საკითხავია...

- ივანიშვილმა ინტერვიუში გააგზავნა გამაფრთხილებელი სიგნალები ყოფილი თანაგუნდელების მისამართით (მხედველობაშია არა სოც-დეკები, არამედ ბესელია და მისი სამეული). ცხადია, ბევრი კითხვის ნიშანია, ბოლომდე არ ვიცით არ ვიცით პოლიტიკური გრავიტიციის (მოცემულობით, ორია - "ქოცნება" და "ნაცმო") რომელი ცენტრისკენ აღმოჩნდება ბესელია-მაღღაძის პოლიტიკური ტანდემი. ივანიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დაიცავი საქართველო" არაა მისი სატელიტი...

თამაზი რამდენს გიხდის ბატონო გია გამოქლიავებული ივანიშვილი? არა კაცურად იქცევი ხელის ბიჭო/
6 წლის უკან
სოციალისტი შავგულიძე იქცევა კაცურად და ეს კაცი არაკუცურად? შავგულიძე ხმების 2 % საც ვერ მიიღებს. ტყუილად გგონიათ მთაწმინდელი ამომრჩეველი ბრმა და ყრუ!
6 წლის უკან