ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როდემდე უნდა გვეჭრებოდეს თავი. ერი ვართ თუ თანამაცხოვრებელთა პრაიდი. რუსთაველის,იბერის,აღმაშენებლის,თამარის,ერეკლეს,ილიას,ზვიადის ერი ხარობს იმ ქართველთმოძულე ადამიანის ვარსკვლავის გახსნით სტრასბურგში,რომელმაც ყველა სიბინძურე შემოიტანა და დანერგა, რომელიც იყო კორუფციის მეფე, არჩევების მასობრივ გაყალბებათა დამფუძნებელი, ფარსმან სპარსისებური ინტრიგების, პოლიტიკური ამორალიზმის მამამთავარი,აღარაფერს ვამბობ საყვარელ მეგობართან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე .მოკლედ მეეჭვება ჩვენგან კაი ხანს რამე გამოვიდეს. ერი რომელიც საერთო ღირებულებებს ვერ იპოვის და ვერ შეთანხმდება ამ შეფასებათა ერთიანობაზე გვირაბიდან ვერასოდეს გამოვა.