აგრძელებს სვავი მიცვალებულებით სპეკულაციას,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში და ფოტო-შარჟს აქვეყნებს.
„აგრძელებს სვავი მიცვალებულებით სპეკულაციას, გამსახურდიას, 9 აპრილს დაღუპულების შემდეგ, გუშინ უკვე ნახევარი საათი ილაპარაკა გირგვლიანზე. იქნებ ჯობდეს, ხელისუფლებაში მის მოსაყვანად შეწირული 3 თვის ბარბარე რაფალიანცი გაიხსენოს უფრო ხშირად“, წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "იმედის" ეთერში, გადაცემა "პირისპირში" ისაუბრა.