"ივანიშვილი შეშლილია, თუ დროზე არ ჩამოვაცილებთ ხელისუფლებას, დავკარგავთ სახელმწიფოს"

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი„ ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება

„ბიძინა ივანიშვილი ჰგავს, ასეთ შემთხვევაში, კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება, ქონება, მდგომარეობა და ამას გააკეთებს ის ქვეყნის გაწყვეტის ხარჯზე.

მისი პოლიტიკა, მისი ქმედებები, მისი ნააზრევი, რა თქმა უნდა, საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ჩვენ ყოფნა-არყოფნის საკითხი გვიდგას, მითუმეტეს, ის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შეშლილია, აღრეული აქვს აზრები, იდეური ოქსომორონია სჭირს და აქედან გამომდინარე, თუ დროზე არ ჩამოვაცილეთ ის ხელისუფლებას, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს," - განაცხადა გუგავამ.

amo შეიძლება ასეცაა, მაგრამ დავიჯერო შენს უშუალო უფროსზე მეტად?
6 წლის უკან