"რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება" - პრემიერი

ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს უგულებელყოფს.

„რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით ისინი ცდილობენ სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!

ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ამ ინიციატივით ვცდილობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.

რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან," - განაცხადა ბახტაძემ.

სოციალისტი საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას ეროვნული იდენტობა გაძლიერდა, ასმაგად გაძლიერდა იმიტომ, რომ ქართველობა საამყო იყო. გაიფურჩქნა ქართული კულტურა - მეცნიერება, ხელოვნება... ქართველთა რიცხოვნობა გაოთხმაგდა, საქართველოს მოსახლეობამ 5 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ახლა ლგბტ დროშების ფრიალში და გენდერის თეორიის თავსმოხვევით არის ეროვნული იდენტობა გაძლიერებული?! გთხოვ, ნუ მიედ-მოედები, რაღაც სისულელეს ნუ ატრიალებ დასავლეთელი პატრონების საამებლად!
6 წლის უკან