"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი რუსეთში, ციხიდან გათავისუფლდა. „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ონიანის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ. მოხდება თუ არა და სად, ონიანის დეპორტაცია ამ ეტაპზე უცნობია
სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა 2006 წლიდან ონიანი საკუთარი სურვილით, საქართველოს მოქალაქე არ არის.