უმრავლესობამ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, აუთდორი

უმრავლესობამ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, აუთდორი

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას, როგორც იქნა, პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. შედეგი სავალალო აღმოჩნდა, მას მხოოლდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ იქვე დაამატა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა ლევან გოგიჩაიშვილისთვის. „თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა მან მმართველ გუნდს.

დეპუტატის განცხადებითაც, კანონპროექტის ჩავარდნა მოხდა ლობირებისა და ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.

„ამ კომპანიას მონოპოლია მოპოვებული აქვს ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან, მას „აუთდორი“ ჰქვია. კანონპროექტი იმის გამო ჩავარდა, რომ მათ ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს. უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყვნენ და მონოპოლისტური კომპანიის მხარე დაიჭირეს. ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლისტურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?!

ჩვენ ამ საკითხს არ დავტოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

უმრავლესობიდან დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, სათამაშო ბიზნესს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი შეგნებულად უწყობს ხელს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ განაცხადა, საეჭვოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აზარტული თამაშების აკრძალვის მიმართულებით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი გადადგას.

„ყოველთვის, როცა ამ თემაზე ჩამოვარდება საუბარი, ყველა ამბობს, რომ კარგია და მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერს აკეთებენ. ამ დროს უზარმაზარ პრობლემას ქმნის სათამაშო ბიზნესში მონაწილე კომპანიების საქმიანობა საზოგადოებაში მორალურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიურადაც. ბილბორდების რეკლამის აკრძალვა, ისიც კონკრეტულ მონაკვეთზე, შედეგს რეალურად ვერ მოიტანს, მაგრამ ამასაც კი მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ სიტუაცია რეალურად შეიცვლება. ფაქტია, რომ პარლამენტში ან უცოდინრები სხედან ან ამ მავნებლობას შეგნებულად უწყობენ ხელს“, - ამბობს კუკულაძე.

პარლამენტის მიერ ჩაგდებული პროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება. პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადახადო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

tngh მე ჯერ არ გამიგია ვინმე ვისმეს ძალის გამოყენებით შეეყვანოს კაზინოსი და თამაში დაეძალებინოს. სამწუხაროდ, ბევრი საკუთარ სისულელეებს სხვებს აბრალებს და თავის გასამართლებელ საბაბს ეძებს.
1 კვირის უკან
trampi worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა
13 იანვარი, 9:02


''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.

image

რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.


1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)



U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.

image

მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.




რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.



image



რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:


მე-10 ადგილი – დანია

მე-9 ადგილი – შვედეთი

მე-8 ადგილი – იაპონია

მე-7 ადგილი – შვეიცარია

მე-6 ადგილი – ავსტრალია

მე-5 ადგილი – საფრანგეთი

მე-4 ადგილი – გერმანია

მე-3 ადგილი – კანადა

მე-2 ადგილი – აშშ

1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო

image



წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას



71-ე ადგილი - ანგოლა

72-ე ადგილი - განა

73-ე ადგილი - კენია

74-ე ადგილი - ვიეტნამი

75-ე ადგილი - ნიგერია

76-ე ადგილი - გვატემალა

77-ე ადგილი - მიანმარი

78-ე ადგილი - ტანზანია

79-ე ადგილი - ალჟირი

მე-80 ადგილი - პაკისტანი
5 დღის უკან