მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
დეპუტატმა ავთო საყვარელიძემ ჯონი ხეცურიანს ცივი იარაღის განმარტება მოსთხოვა.
ბატონი ავთოს აზრით, დანაშაულის ჩადენა დანითაც შეიძლება და მაშინ პოლიციამ სახლებიდან დანა-ჩანგალი და ნაჯახიც უნდა ამოიღოს.
ბატონმა ავთომ ვერ გაარკვია, რა პასუხი გასცეს პოლიციელის კითხვაზე - გაქვთ თუ არა ცივი იარაღი სახლში.
აღელვებული დეპუტატი ჯონი ხეცურიანმა დაამშვიდა: დანა-ჩანგალი და ნაჯახი ცივი იარაღის კატეგორიას არ განეკუთვნებაო. ასე რომ, დეპუტატს, ამ მხრივ, საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.