აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს შეიკავებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების ან სხვა მკაცრი შედეგების დაწესებისგან, რადგან მისი აზრით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა.
„იმის გამო, რაც დღეს მოხდა, ვფიქრობ, ახლა ამაზე ფიქრი არ მომიწევს“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
„შესაძლოა, ამაზე ორ-სამ კვირაში ან მოგვიანებით მომიწიოს ფიქრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი საჭირო არ არის“, - დასძინა მან.
მიმდინარე თვის დასაწყისში ტრამპი ერთხელ უკვე დაემუქრა რუსეთს მკაცრი სანქციებით, რათა ზეწოლა მოეხდინა პუტინზე და უკრაინის წინააღმდეგ ომი შეეჩერებინა.
თუმცა, ტრამპმა უკან დაიხია მას შემდეგ, რაც პუტინი პირისპირ შეხვედრას დათანხმდა.