ჰერმან ვედეკინდმა „ნაცარქექია“ გერმანიაში დადგა

ჰერმან ვედეკინდმა „ნაცარქექია“ გერმანიაში დადგა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ვოლსფურგის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა სპექტაკლი გ. ნახუცვრიშვილის „ნაცარქექიას“ მიხედვით.

დადგმა ეკუთვნის ცნობილ დასავლეთგერმანელ რეჟისორს ჰერმან ვედეკინდს. მანვე შექმნა სპექტაკლში მთავარი გმირის სახე.

როგორც ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, პრემიერა საინტერესო ფურცელი გახდა ამ თეატრის ისტორიაში.

მაყურებლებს შორის მისი წარმატება განაპირობა შესანიშნავმა დადგმამ - მსახიობთა და უწინარეს ყოვლისა ნაცარქექიას როლის შემსრულებლის ბრწყინვალე თამაშმა.

გ. ნახუცვრიშვილის პიესები „ნაცარქექია“ და „ჭინჭრაქა“ კარგა ხანია გასცდა რესპუბლიკისა და ქვეყნის ფარგლებს. მსუბუქი იუმორით გამსჭვალული ეს მომხიბლავი ზღაპრები კეთილ და სასაცილო ადამიანებზე ყველგან პოულობს მეგობრებსა და თანამოაზრეებს, უნერგავს ბავშვებს სიკეთისა და სამართლიანობის გრძნობას.

მკვეხარა ნაცარქექია, ბერლინის თეატრ „მეგობრობაში“ პირველად რომ ამეტყველდა უცხო ენაზე, მტკიცედ დააბიჯებს დრეზდენის საბავშვო თეატრის, მაგდებურგის, ლაიფციგის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენებზე.

მან იმოგზაურა ფინეთში, შვეციაში, ავსტრიაში...

ნაცარქექიას არც ჭინჭრაქა ჩამორჩება. მისი ამბავი გააცნეს ბავშვებს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ბელგიის, შვეციის თეატრებმა.