ციხეში უდანაშაულოდ გატარებული წლები - უხდიან თუ არა ქართველ პატიმრებს უკანონო პატიმრობისთვის კომპენსაციას

ციხეში უდანაშაულოდ გატარებული წლები - უხდიან თუ არა ქართველ პატიმრებს უკანონო პატიმრობისთვის კომპენსაციას

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აშშ-ში ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ორი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც პა­ტიმ­რო­ბა­ში 43 წელი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­ა­ტა­რეს. ბი­ძა­სა და ძმის­შვილს 1976 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. საქ­მის გა­და­სინ­ჯვა 2017 წელს და­ი­წყო და უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტიმ­რებ­მა ციხე მრა­ვალ­წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ და­ტო­ვეს...

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბა ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ტიმ­რე­ბის გა­ნა­ჩე­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­და­სინ­ჯვი­სა და გა­მარ­თლე­ბის კუ­თხით. AMBEBI.GE-ს მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის თა­ო­ბა­ზე შე­სუ­ლია 3 108 სა­ჩი­ვა­რი, ხოლო გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია 24 საქ­მე­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს, 2014 წლი­დან უწყე­ბამ გა­ნი­ხი­ლა 1806 სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი, მათ­გან 61 მსჯავ­რდე­ბუ­ლი ცნო უდა­ნა­შა­უ­ლოდ, ხოლო 22 მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვარ­ზე გა­მო­ტა­ნილ იქნა ნა­წი­ლობ­რივ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­თულ მა­გა­ლი­თებ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში გია გვი­ჩი­ა­ნის საქ­მე გვახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტოა ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში - უვა­დო პა­ტიმ­რე­ბი სა­სა­მარ­თლოს და­ბა­ზი­დან ერ­თა­დერ­თხელ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვის დროს გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

გი­ორ­გი გვი­ჩი­­ნის საქ­მე

და­პა­ტიმ­რე­ბის დროს გვი­ჩი­ა­ნი 35 წლის იყო, საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა ჩე­მია - 32 წლის. მათ 2006 წლის აგ­ვის­ტო­ში "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის - ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის გამო უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი თბი­ლის­ში, 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ლო­მი­ნა­ძე ბახ­ტრი­ონ­ზე, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი, ერთი ტყვი­ით მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს. შსს-ს სპე­ცი­ა­ლურ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (სოდ), რო­მელ­საც მა­შინ ერეკ­ლე კო­დუა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ნიკა ჩე­მია და მისი ორი მე­გო­ბა­რი - გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვი­ლი და ავ­თან­დილ ხელ­კე­ლა­ძე 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­კა­ვა, ხოლო გია გვი­ჩი­ა­ნი - 2006 წლის 7 მარტს.

მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა ე.წ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა მის­ცა, რო­მე­ლიც სოდ-მა 2005 წლის 10 ნო­ემ­ბერს ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტზე აიყ­ვა­ნა და მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, „გია გვი­ჩი­ან­მა, რო­მე­ლიც 2002 წელს, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, "ეი-ი-ეს თე­ლას­ში" ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის და­ფარ­ვის გამო, ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა 20 ათასს დო­ლა­რად და­უკ­ვე­თა, მკვლე­ლო­ბა კი ჩე­მი­ამ, ხელ­კე­ლა­ძემ და პა­პა­ჩაშ­ვილ­მა აღას­რუ­ლეს“. პა­პა­ჩაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­უ­რიგ­და და „და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბის“ სა­ნაც­ვლოდ, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა; ხერ­კე­ლა­ძემ 8 წელი მი­ი­ღო და ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, გვი­ჩი­ანს და ჩე­მი­ას და­ნა­შა­უ­ლი არ უღი­ა­რე­ბი­ათ.

მათ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ, რო­მე­ლიც 2014 წელს, 15-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლით შე­უც­ვა­ლეს. 2017 წლის 20 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 46 წლის გვი­ჩი­ა­ნი და 43 წლის ჩე­მია უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა.

ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი გია გვი­ჩი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან პა­ტიმ­რო­ბას და გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ ემო­ცი­ებს იხ­სე­ნებს:

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა გან­ცდა შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­დე­საც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს მკვლე­ლად აცხა­დე­ბენ, სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას უფარ­დე­ბენ და სა­კან­ში სვა­მენ ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან, მკვლე­ლებ­თან ერ­თად! 11 წელი ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, აქე­დან ოთხი წელი გა­ვა­ტა­რე სას­მუ­და­მო პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად და ექ­ვსი წელი სა­მარ­ტოო სა­კან­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ხდე­ბო­და, იმ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და სას­ტი­კი რე­ჟი­მის დროს.

და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ამ­ზა­დებ­და ჩემს მკვლე­ლო­ბას ცი­ხე­ში. მათ გა­და­მიყ­ვა­ნეს სხვა სა­კან­ში, სა­დაც ორი კვი­რით ადრე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი პა­ტი­მა­რი ჰყავ­დათ ნა­ნა­ხი და უნ­დო­დათ იგი­ვეს მო­წყო­ბა ჩემ­ზეც... მო­მიგ­ზავ­ნეს ვი­თომ ფსი­ქო­ლო­გი, ის მეს­ტუმ­რა ღამე და მი­თხრა, რომ იყო ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი და თან ფსი­ქო­ლო­გიც და ყვე­ლა სა­ღა­მოს მეს­ტუმ­რე­ბო­და სა­კან­ში. ჩემი აზ­რით, მას ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი ჩემი ლიკ­ვი­და­ცია და ჩა­მოხ­რჩო­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბა. მე მა­ლე­ვე გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, რომ თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბას არ ვა­პი­რებ­დი და თუ ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და, ეს იქ­ნე­ბო­და ვანო მერ­ბიშ­ვი­ლის ნა­ხე­ლა­ვი. ამან გა­და­მარ­ჩი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ პე­რი­ოდს, არ გამ­ჭირ­ვე­ბია რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი და­მიდ­გნენ გვერ­დში. კომ­პენ­სა­ცი­ის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით 2017 წლის ივ­ნის­ში მივ­მარ­თე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, მო­ვი­თხო­ვე კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა და გა­ნაც­დუ­რი ხელ­ფა­სი მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უარი მი­თხრა ხელ­ფა­სის გა­ნაც­დურ­ზე და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი თან­ხა შე­მომ­თა­ვა­ზა, მეც და პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­ა­პე­ლა­ცი­ომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა ეს გა­ნა­ჩე­ნი და ახლა დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში" - გვი­თხრა გვი­ჩი­ან­მა, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბის წლე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­­რე­ბის საქ­მე

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2017 წელს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი - გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე; ირაკ­ლი და ნა­თია გე­დე­ნი­ძე­ე­ბი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მი­ი­ღო.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი 2011 წლის ივ­ლის­ში და­ა­კა­ვეს. არც ერთი მათ­გა­ნი თავს არ ცნობ­და ჯა­შუ­შო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პა­ტიმ­რო­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შეც­ვლის შემ­დეგ, საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოთხი­ვე ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო, 2017 წელს კი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა 2011 წელს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მი­მართ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო მათ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხა­ვენ 2011 წლის 26 მა­ისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ოპო­ზი­ცი­ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დენ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა მო­ი­თხო­ვა სა­ხელ­მწი­ფოს­გან მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და რო­გორ დაკ­მა­ყო­ფილ­და მათი სა­ჩივ­რე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, რომ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ სა­ა­სა­მარ­თლოს.

მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანაზ­რა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით შე­სუ­ლია 9 სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი, რო­მელ­თა­გან 2 დაკ­მა­ყო­ფილ­და, სამი ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფილ­და, 2 არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, 2 და­ტო­ვე­ბულ იქნა გა­ნუ­ხილ­ვე­ლად. ეს მა­შინ, რო­დე­საც ამ პე­რი­ოდ­ში იმა­ვე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა 61 მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს, მათ მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პირ­თა მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აღ­რი­ცხა­ვენ.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თილ პირ­თა მი­მართ მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 2012 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, მათი დაბ­რუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რე­ბად და გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. პროგ­რა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ფილ პა­ტიმ­რებ­თან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად შემ­დგა­რი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებს, ასე­თი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და მა­ში­ნაც სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის, მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

კარ­გად ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ამე­რი­კე­ლი ხუან რი­ვი­ე­რა 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას 1992 წელს მომ­ხდარ 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი და მო­სა­მარ­თლი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის შეც­დო­მის გამო, ცი­ხე­ში 20 წელი გა­ა­ტა­რა. რი­ვე­რა 2015 წელს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს.