მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის გახშირება იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკა გადასახედია,

მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის გახშირება იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკა გადასახედია,

„გარკვეული სიმპათიები ივანიშვილს გამსახურდიას მიმართ ისედაც ჰქონდა. არსებობენ გარკვეული სტილის პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც სიმპათიები ხშირად აქვთ-ხოლმე.

„მაგალითად, ზვიადის და მიშას მომხრეები ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ; ივანიშვილი მიშას ემხრობოდა და შესაძლოა ზვიადის მიმართაც ჰქონდა ის სიმპათიები, რომელმაც ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხიბულამდე ჩაიყვანა," - ასე აფასებ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ჩასვლას „რეზონანსთან" საუბრისას.

ამ საკითხზე, მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის ფაქტებზე, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, „რეზონანსი" ანალიტიკოსს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა პოლიტიკური ინტერესიც ამოვიკითხოთ. არჩევნები მოდის და შეიძლება ეს ინტერესიც არსებობდეს, თუმცა, პიროვნული დამოკიდებულებაც არაა გამორიცხული.

ამ განცხადებას უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება მოსახლეობისთვისაც და გამსახურდიას გულშემტკივრებისთვისაც, თუკი ამ ყველაფერს რეალური ნაბიჯები მოჰყვება.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ საქართელოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმე დღეს გამოძიებულ იქნას?

რ.ს.: რეალურად მიმაჩნია, მაგრამ გამოძიებამ, თუ ის მოქმედებს, დამაჯერებლად უნდა აჩვენოს, რომ, დავუშვათ, არსებობს ჩიხი. დაჟინებით მოთხოვნა, რომ თუკი საქმე არ იქნება გამოძიებული, ე.ი. ინტერესი არ არსებობს, ცოტა გადაჭარბებულია. ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კენედის საქმე დღესაც გამოუძიებელია.

არის რთული საქმეები, რომელთა გახსნა, პრაქტიკულად, არ ხდება. ამ მხრივ გამსახურდიას გარდაცვალება კიდევ უფრო რთულ საქმედ მიმაჩნია, რადგან ვეჭვობ, რომ გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფა, თუკი ვინმეს ინტერესს წარმოადგენდა, ბევრი სუბიექტი შეიძლება ყოფილიყო და ერთ-ერთად უდაოდ რუსეთი მიმაჩნია.

გავიხსენოთ, რომ გამსახურდიას გარდაცვალებასთან ახლო დროში დუდაევი მოკლეს. გამსახურდია და დუდაევი კავკასიური სახლის იდეოლოგები იყვნენ. სავარუდოა, რომ რუსეთისთვის პრობლემა იყო როგორც ერთი, ისე მეორე პიროვნება. ამდენად, რუსული პოლიტიკის დარტყმა მიმართული იქნა ერთ-ერთ მათგანზე, ანუ დუდაევზე. არც ის არის გამორიცხული, რომ გამსახურდია აგრეთვე რუსული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

თუკი რეალური ინტერესით შევხედავთ, გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის ინტერესი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ჰქონდათ, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ საქმის გამოძიებას.

": ბოლო პერიოდში მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. როგორ ფიქრობთ, რაზე მიგვანიშნებს ეს?

რ.ს.: დანაშაულის პროცენტის გაზრდამ კრიმინალურ ინტერესში, სავარაუდოდ, ჩინოსნების საკუთრებაც მოახვედრა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკა გადასახედია.

დღევანდელ ხელისუფლებას არ შეიძლება არ დაეთანხმო იმაში, რომ ნულოვანი ტოლერანტობა, რაც სააკაშვილის პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო, მძიმე შედეგებამდე მიდის და ფაქტობრივად, თვითონ ხელისუფლებას დამნაშავედ გადააქცევს, რადგან შემდეგ ზომიერების პოვნა ძნელია.

": ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოში 1-2 აპრილს ეწვევიან. მათი ვიზიტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებულ კანონპროექტს ეხება. თქვენი აზრით, ამ საკითხზე საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული?

რ.ს.: ამ საკითხში წამყვანი ფიგურები არიან ის ადამიანები პარლამენტიდან, ვინც ადრე ჩამოყალობდნენ და „კლანის" გაყვანას ლობირებდნენ. დღეს იგივე ფიგურები აგრძელებენ მუშაობას კანონმდებლობაზე და ისინი არიან კომისიასთან მუშაობაშიც.

ფიგურები რადგან იგივეა, სავარაუდოა, რომ პოლიტიკაც იგივე იქნება და შემდგომი ნაბიჯები იმისკენ გადაიდგმება, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეულმა ჯგუფმა მოიპოვოს მაღალი ადგილები და გარანტიები, იმას, რასაც „კლანის" გაძლიერებას ვეძახით. ჩემი მოლოდინი შეიძლება ითქვას, რომ სპეციფიკურია.

": ტაქსების რეფორმაზე რას მეტყვით? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია?

რ.ს.: ტექნიკური მხარე, მძღოლების კვალიფიკაციის საკითხი მოსაგვარებელია და ეს ბევრი ფაქტიდან ჩანს, თუმცა შეღებვას აქვს თუ არა დადებითი მხარე, ან სხვა ტიპის რეგულაციებს, არ ვარ ჩახედული.