საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებში გლოვის ზარმა ჩამოჰკრა. მათ უახლოესი დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. გადაწყვეტილება ქუთაისში გადასვლას ეხება.
მათ ხელმძღვანელობას უნდა აცნობონ, გადაჰყვებიან თუ არა პარლამენტს ქუთაიში. ვინც ქუთაიში ვერ გადავა, მათ ადგილებზე ვაკანსია გამოცხადდება და ამ დანაკლისს ადგილობრივი კადრებით შეავსებენ.
საინტერესოა, ვინ ჩაატარებს დამლაგებლების კასტინგს. როგორც ამბობენ, დღეს მოქმედ პარლამენტში დამლაგებლები მიშა მაჭავარიანის რეკომენდაციით შეარჩიეს.
პარლამენტის შენობა სულ დაწკრიალებულია. მაჭავარიანს კარგი არჩევანის გაკეთება სცოდნია. და ალბათ ამ საქმეს ისევ მას მიანდობენ.