„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალ მთავარ მწვრთნელად ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი დანიშნა. მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დეკემბრიდან ავარჯიშებს.
ამ პოსტზე მან ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლა. მას შემდეგ გუნდმა 14 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ დამარცხდა და ორი მატჩი ფრედ დაასრულა.