იგორ გიორგაძე სამტრედიაში იმალება?

იგორ გიორგაძე სამტრედიაში იმალება?

გუშინ რუსულ ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიერ ძებნილი და ტერორიზმში დადანაშაულებული იგორ გიორგაძე რუსული საოკუპაციო ჯარების დახმარებით, საიდუმლო დაცვასთან ერთად, სამტრედიაში კონსპირაციულ ბინაში იმალება.

ინფორმაცია რუსულ საიტს სოხუმელმა კორესპონდენტმა მიაწოდა. გიორგაძე საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა.

ზემო აფხაზეთის შტურმის დროს ის სოხუმში ემზარ კვიციანთან ერთად იმყოფებოდა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაცვის ქვეშ ზუგდიდში პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იგორ გიორგაძე არ იმყოფება. საქართველოში გამოჩენის შემთხვევაში იგი იქნება დაპატიმრებული“, -აღნიშნა მერაბიშვილმა.

შსს მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია გიორგაძის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მის რამდენიმე აქტივისტს, რომლებიც აქტიურობენ გორში, სენაკში და სხვა ქალაქებში. გიორგაძის პარტიის აქტივისტები ხშირად იყვნენ გამყოლები რუსი ოკუპანტების, მაგრამ დღეს მთელი კატეგორიულობით მინდა განვაცხადო, რომ არც იმერეთში, არც გორში და არც საქართველოში იგორ გიორგაძე არ იმყოფება“, - დასძინა მინისტრმა.