"კობახიძე კარგი ინსტრუმენტია და ივანიშვილი იყენებს. როცა არ დასჭირდება, მერე რა ეშველება ამ ახალგაზრდას?!" - ხუხაშვილი

„ქართულმა ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ ის აღარაფრით არ სჯობს წინა ხელისუფლებას. „ოცნებამ" გირგვლიანის მოსამართლე გაამწესა უვადო მოსამართლედ და მის დასაცავად დღემდე ხმალამოღებული იბრძვის და შავგულიძეს რას ედავებიან? შავგულიძემ აპატია ვიღაც ოპოზიციონერს, მაგრამ ამათ მთლად მართლმსაჯულება ჩაააბარეს გირგვლიანის მკვლელებს. არა თუ საკუთარი ბედი, სხვების ბედიც ჩააბარეს და ეს არის უბედურება,"- აცხდებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

რეზონანსი": ირაკლი კობახიძე კვლავ აგრძელებს არასამთავრობოების კრიტიკას. ელჩებთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ არასამთავრობოები საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ და სწორედ ამიტომ მომავალ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებლები ვერ იქნებიან, ეს სექტორი ტენდენციურია, დისკრედიტირებულია და ასევე ძალიან სუსტი. კობახიძე არასამთავრობოებს არ პატიობს იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სწორედ არასამთავრობოების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიქმნა?

გია ხუხაშვილი: კობახიძეზე კომენტარის გაკეთება უკვე ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ადამიანი პალატაში ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, გარკვეული სპეციფიკის პალატაში, რომელსაც კიდევ კარგი რბილი კედლები აქვს და რომელსაც თავს ხან აქით უხათქუნებს და ხან - იქით. ამიტომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მას აქვს უნარი, რომ ნებისმიერი რაღაც თავდაყირა დააყენოს და უკუღმა ინტერპრეტაცია მისცეს ყველა პროცესს. ერთის მხრივ საუბრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ტენდენციური და სუსტია და თურმე ეს არის ქვეყნის პრობლემა, ამასთანავე იქვე საუბრობს, რომ თურმე ამ არასამთავრობო სექტორმა დაუწერა დასკვნა სახელმწიფო დეპარტამენტს. მაშინ რა გამოდის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ უფრ ტენდენციური და სუსტი გამოდის?! აბსურდულ რაღაცებს ლაპარაკობს, ჩვენ შეგვიძლია ის მხოლოდ შევიცოდოთ. ეს არის ერთადერთი ემოცია, რაც ამ პერსონაჟის მიმართ დამრჩა.

": თუმცა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი ფიგურაა...

გ.ხ: არანაირი არანაირი ფიგურა არ არის. ის არის გარკვეული ინსტრუმენტი გარკვეული ადამიანის ხელში, რომლის ნებითაც არის ის სადღაც დასმული. სანამ მისი ნება იქნება, მანამ იჯდება და ილაპარაკებს ასე. როგორც კი ეს ნება შენელდება, თვითონ პარლამენტში მოუღებენ მას ბოლოს და მიუჩენენ ადგილს. მას რეალურად ჰყავს 7-8 ადამიანი, ვინც მას მეტნაკლებად იტანს და ნორმალურად უყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების" უმრავლესობას ბურძგლავს მის დანახვაზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორდან გამომდინარე იტანენ. მას შეუძლია ნებისმიერი ტყუილი სიმართლედ გაასაღოს. ასეთი ქცევა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი. მის ფონზე ისინიც კი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან" ნერვებს უშლიდნენ ადამიანებს, მის ფონზე ანგელოზებად გამოიყურებიან. ივანიშვილი კი თვლის, რომ კობახიძე კარგი ინსტრუმენტია და იყენებს. როცა არ დასჭირდება, მერე რა ეშველება ამ ახალგაზრდას. წინასწარ მეშინია, რა ბედი ელის ამის შემდეგ.

": ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი დაიბარა კრიმინოგენული ვითარების ზრდაზე ანგარიშის ჩასაბარებლად. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანა დანაშაულის დონით, 1990-იან წლების პერიოდს უბრუნდება და ვხედავთ კიდეც, რომ ბანკის განყოფილებებზე თავდასხმა, მანქანების გატეხვა და მარკეტებიდან საჭმლის მოპარვაც კი დაიწყო. პრემიერის თქმით, ეს ტყუილია, უბრალოდ აღრიცხვა ხდება სხვანაირად და ამიტომაცაა გაზრდილი მონაცემები. თქვენი აღქმით, კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია?

გ.ხ: კი, ვხედავთ იმას, რაც ადრე არ ხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე სცოდავს. ერთი მხარე ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიეირა, მეორე მხარე აპოკალიპტურ სურათს ხატავს. ჯერჯერობით, სადღაც შუაში ვართ. 90-იან წლებამდე ჯერ არ მივსულვართ, ტენდენციები შემაშფოთებელია და ამას მიხედვა სჭირდება.

დანაშაულის სახეობებს აქვს მნიშვნელობა. წინა ხელისუფლების დროს სწორი აღრიცხვა არ ხდებოდაო. ბანკის განყოფილებაზე თავდასხმა როგორ შეიძლება არ აღრიცხულიყო?! რაღაცნაირად მაინც გავიგებდით. მანქანებს გატეხვა და რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ასეთი დანაშაულები, რა თქმა უნდა გაზრდილია. ბანკის რამდენიმე განყოფილება დაყაჩაღდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში და ასეთი პრეცედენტები არ იყო წინა წლებში. ერთს მხრივ, ეს მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ამასაც უარყოფს ხელისუფლება, რომ სოციალური რისკები გაზრდილია. ეკონიმიკის მინსტრმა ისიც გვითხრა, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ უჭირთო. ფაქტია, რომ სოციალური რისკებია გაზრდილი და ამიტომაა ასეთი დანაშაულის მატება. ასევე მაქვს ეჭვი, რომ დამნაშავეთა სამყაროს გაუჩნდა დაუსჯელობის განცდა. იმიტომ რომ, ამ ადამიანების გარკვეული სეგმენტი ხელისუფლებამ პარტნიორად გაიხადა საარჩევნოდ და ამ ადამიანებს გაუჩნდათ განაცხდა, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით მოიპოვეს იმის უფლება, რომ ცოტა მეტი დააშავონ, ვიდრე ადრე აშავებდნენ. როდესაც კრიმინალს დაიხმართ პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტაში, იმას უჩნდება გაჩნდა, რომ მის ვალი გაქვთ და რაღაცები უნდა აპატიოთ. ამ კუთხით, ჯერ აპოკალიპტური ჯერ არ ხდება, მაგრამ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და უნდა დააბრუნოს სტნადარტი, რაც იყო.

": ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ. შუალედური არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიანდება და ამ გაერთიანებებში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვაევროპული საქართველოსა" დათავისუფალი დემოკრატების" საერთო კანდიდატად მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის წამოყენებამ. „ოცნების" მომხრეები აპელირებენ იმაზე, რომ მიუღებელია როცა გირგვლიანის ადვოკატი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. თქვენსაც ასეა?

გ.ხ: ესეც „ქართული ოცნების" დამსახურებაა. მათ მიაღწიეს იმას, რომ ის აღარაფრით არ სჯობს წინა ხელისუფლებას. „ოცნების" მომხრეს ხმა არ ამოეღება გირგვლიანის ადვოკატზე. იცით რატომ? გირგვლიანის მოსამართლე გაამწესა უვადო მოსამართლედ და მის დასაცავად დღემდე ხმალამოღებული იბრძვის „ქართული ოცნება" და შავგულიძეს რას ედავებიან? კი, შეიძლება რაღაცები მეც არ მომწონდეს, მაგრამ ხომ უნდა გეთქმოდეს. შავგულიძემ აპატია ვიღაც ოპოზიციონერს, მაგრამ ამათმა მთლად მართლმსაჯულება ჩაააბარეს გირგვლიანის მკვლელებს. არა თუ საკუთარი ბედი, სხვების ბედიც ჩააბარეს და ეს არის უბედურება. მურუსიძეზე და მის მფარველ „ოცნებაზე" აღშფოთდნენ და არა შავგულიძეზე.

სოციალისტი შენ ნუ წუხდები! - მინიმუმ ერთი 20 წელი ორივე ფორმაში იქნებიან, ივანიშვილიც და კობახიძეც! მერე ვნახოთ?! )))
4 წლის უკან