შოთა არველაძის "ფახთაქორმა" აზიის ჩემპიონთა თასზე ირანში, "პერსეპოლისის" წინააღმდეგ ითამაშა. ირანული შთაბეჭდილება შოთა არველაძემ თავის "ფეისბუქზე" დაწერა:
"თეირანში, პერსეპოლისთან თამაშამდე, ჩვენს სანახავად კაცი მოვიდა, რომელიც ფერეიდნელი ქართველი აღმოჩნდა. ის, დღემდე ირანში ცხოვრობს და ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.
500 წლის შემდეგაც, ფერეიდნელები ირანში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. თამაშამდე, ქართულად ვისაუბრეთ და მისგან ძალიან დადებითი ემოცია მივიღეთ.