რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტური მახაჩყალის „ანჟისა“ და „კრილია სოვეტოვის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
სამარელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ. ჩვენებურს „კრილიას“ მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი ენდობა და ეს ძალიან კარგია. ჯანომ და მისმა თანაგუნდელებმა კი ზამთრის პაუზის შემდეგ სამ ტურში 7 ქულა მოიპოვეს.
„კრილია სოვეტოვი“ ამჟამად 24 ქულით მეათე პოზიციაზეა, თუმცა სახიფათო ზონას ოდენ ერთი ქულითაა დაშორებული.