კაპიტოლიუმის შენობასთან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოქროს გიგანტური ქანდაკება დადგეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ქანდაკების სიმაღლე დაახლოებით 3,6 მეტრს შეადგენს. ტრამპს ხელში ბიტკოინი უჭირავს. როგორც მედია წერს, ქანდაკება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთი გამოცხადების მოლოდინში დაიდგა.
ეს არის დროებითი ინსტალაცია. ქანდაკება კრიპტოინვესტორების ჯგუფმა დააფინანსა, რომლებსაც ამ გზით სურთ კრიპტოვალუტის მომავალთან, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მსჯელობა გამართონ.
„აღნიშნული ინსტალაციის მიზანს სახელმწიფო ვალუტის მომავლის შესახებ დისკუსიის გახსნა წარმოადგენს. ის არის თანამედროვე პოლიტიკისა და ფინანსური ინოვაციების გადაკვეთის სიმბოლო. ფედერალური სარეზერვო სისტემა ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ქანდაკება დააფიქრებს ადამიანებს კრიპტოვალუტის მზარდი გავლენის შესახებ“, - აღნიშნა კრიპტოინვესტორების ჯგუფის წარმომადგენელმა ჰიშემ ზაგდუდიმ.