16 მარტს ჰარუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მაეგაშირა ენდოს შეხვდა და იორიტაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 4:3-ზე გახდა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა იჩინოჟო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 14:5-ზე აქვს, მაგრამ მიმდინარე ბაშოზე იჩინოჟოს შეხვედრა ჯერ არ წაუგია.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ვაკამოტოჰარუ შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მესამე გამარჯვებაა ბაშოზე. მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 9:11-ზე აქვს.