ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ ზვიადაურის ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც მოდებაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაურს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, მას იარაღის ტარების უფლება შეზღუდული არ ჰქონდა.
ასევე, ადვოკატი გამორიცხავს ზვიადაურის პოლიტიკური ნიშნით დაკავებას.
"მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება. ბრალდებულის სტატუსის მქონეა, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება, რაც ჰქონდა შეფარდებული, იმაზე იარაღის აკრძალვა არ ჰქონდა",- განაცხადა მოდებაძემ.
კითხვაზე, რადგან ბრალდებულს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამოღებული იარაღი არ არის რეგისტრირებული, ადვოკატი პასუხობს, რომ ის "ახლა ეცნობა საქმის მასალებს და ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით ექნება.
"ის დუმილის უფლებას იყენებს. ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი, მაგრამ საპატრულო პოლიციამ დააკავა, მანქანით მოძრაობდა და გადამოწმების მიზნით გააჩერეს",- აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, საქმეში რომელი იარაღი დევს - მასზე რეგისტრირებული, თუ სხვა, მოდებაძე პასუხობს, რომ "არ იცის და გაარკვევს". ის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.
"არანაირი პოლიტიკური, პოლიტიკას არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, ექსპერტიზაზე გაიგზავნა",- აცხადებს მოდებაძე.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი - ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ
თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.