დიდი ჯარიმა იმ უცხოელებისთვის, ვინც მიწის არ დაამუშავებს

დიდი ჯარიმა იმ უცხოელებისთვის, ვინც მიწის არ დაამუშავებს

„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დღე დღეზე დაიწყება. კანონი ძალაში 2 თვის განმავლობაში უნდა შევიდეს. უცხოლები რომ მიწას ვეღარ შეიძენენ, ეს კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ამჯერად მკაცრდება მიდგომა, როდესაც რომელიმე არარეზიდენტს პირს სასოფლო სავარაგულები აქვს და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ახალი კანონპროექტი დიდი ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. მისი მოცულობა შეიძლება 30 000 ლარსაც კი გაუტოლდეს.

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ არსებული კანონპროექტის მიხედვით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება. იურიდიული პირის შემთხვევაში, მიწას დაიკანონებს მხოლოდ ის, რომლის დომინანტი პარტნიორი ქართველია ანუ ფლობს კომპანიის წილის 50%-ზე მეტს.

რაც შეეხება მემკვიდრეობითობას მიწას მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს და არანაირი გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მიწა შესაძლოა გადაეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საინვესტიციო პირობითაც, თუ ამას საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინფორმაციით, კანონის ამოქმედების დროს თუ უცხოელი არ გამოიყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ზედიზედ 3 წლის განმავლობაში, მას ჯარიმა დაეკისრება. სანქციები ეხება ფინანსურ ინსტიტუტებსაც, თუ 2 წლის განამვლობაში არ მოახდენენ მიწების გასხვისებას.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის გამოყენების ვალდებულებას. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელმა უნდა მოახდინოს მიწის გასხვისება. მიწის გასხვისება მოუწევს ასევე იურიდიულ პირსაც, თუ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გაუსხვისებლობის შემთხვევაში, მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

ფერმერთა ასოციაცია და ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალი მორატორიუმიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის სექტორის შეფერხდება და ბანკებისთვის ეს მიმართულება მიმზიდველი აღარ იქნება. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ოთარ დანელია:

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არასდროს იყო მიმზიდველი ბანკებისთვის. ეს სტიმული გააჩინა იმ დახმარებებმა, რომელიც დაიწყო სახელმწიფომ. შეღავათიანი აგროკრედიტი, უფასო ხვნის პროგრამა, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი სტიმულატორი იყო და სწორედ აქედან დაიწყო სოფლის მეურნეობის ბიძგი.

ბანკების შემთხვევაში 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერაც კი გაიზარდა აგროდაფინანსნების პორტფელი. შემოვიდა ბევრი დონორი ორგანიზაცია, რადგან იყო სტიმული, დაინტერესება წამოვიდა დარგში, თუმცა, რა თქმა უნდა, მორატორიუმმა შეაფერხა ეს პროცესი“, - აცხადებს დანელია.

ახალი კანონპროექტის ინიციატივებს ეთანხმება სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე კობა კობალაძე. იგი აღნიშნავს, რომ საჯარიმო სანქციები უფრო ოპტიმალურია, ვიდრე გაყიდვის ვალდებულებები.

„ძალიან ხშირად ხდება, როდესაც უცხოელი იჯარით იღებს ან ყიდულობს მიწას და არ ამუშავებს. ჩვენ ამ პრობლემის წინაშე დავდექით. ერთი მხრივ ეს არასწორია და აუცილებელია მათი კონტროლი, მაგრამ მეორე მხრივ, მათთვის უძრავი ქონების ჩამორთმევა ძალზე საზიანოა ქვეყნის იმიჯისათვის. ამიტომ ამ შემთხვევაში, ალბათ, ბევრად ოპტიმალურია დიდი საჯარიმო სანქცია“, - აცხადებს კობალაძე.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ნნ
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 უცხოელს, ანუ ფრანგთა ბელადს, ბელადს ყლინჯიას, რაც ნაკვეთები აქვს ნაყიდი და ხელს არ ადებს, აღღარ ანაღვლებს, კანონის ძალით იმ ნაკვეთზე მოძებნილ რაცხას, თუნდაც ხის მორი იყოს დიდი და მსხვილი, ტრაკში გათხრიან, რავარც თავად თხრის ზოლიან ზებრას, ზებრას მამალს და ჭრელ ტყავიან შიბლა ტაშაღლარს.
აი დემონკრატია,
ეს საიტი ფასდება,
ადრე სხვის ნებაზე და
ეხლა მეფის კარზეა,
მარა ყლეზე ჰკიდია,
ბიძოა, თუ ალბერტა...
გაუმარჯოს ფორ.გეს და მის ნაჩალნიკს!!!!!!!!!! მართლა კაცს!!!!!!!! ...ხვალიუ ტავარიშჩ, ხვალიუ ი ჟმუ რუკუ ზა ჩესტნოსტ ი ვიბრანი პუტ პრიამუიუ დაროგა ვზვეზდახ , ბაგადსტვა ბეზ დნა. სულ გამარჯვებით გევლოთ ჯიგრებოფორ.გეს მართალ კოლეგებს...
მეგობრებო, გამარჯვებით და დიდებით ამ მოლიპულ გზაზე.
5 წლის უკან