„ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა“

„ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა“

თუთუნის გაძვირება ქვეყანას, ბიზნესს და მოსახლებოას ახალი პრობლემების წინაშე დააყენებს. ერთი მხრივ კონტრაბანდა გაიზრდება, მეორე მხრივ ბიუჯეტს შემსავლები დააკლდება და იქვე მომხმარებელიც დაზარალდება.

„ბრიტიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ თუთუნზე აქციზის გაზრდის და საბაჟოზე მისი გაკონტროლების შემთხვევაში მისი ფასი საკმაოდ გაიზრდება. მისი ფასი, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც.

„ამჟამად საბაჟოზე 20 კგ-იანი თუთუნი შემოდის, ჩვეულებრივ ტომრებშია განთავსებული და შემდეგ ადგილზე ხდება დაფასოება, საბაჟოზე აქციზს მათ არ ახდევინებენ. აქციზის გადასახადი 1 კგ-ზე 35 ლარია, ეს თანხა რომ გადაახდევინონ თუთუნს, დაბალ ფასში უკვე ვეღარ გაყიდიან, რადგან ფასი გაიზრდება. ამ შემთხვევაში 500 გრამიანი შეფუთვები დაახლოებით 45-50 ლარამდე გაიზრდება. ახლა მისი ფასი შედარებით ნაკლებია - 8, 10, 15, 20 ლარი ღირს“, - განაცხადა მან.

ბიზნესმენი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუთუნზე ფასების გაძვირება იგეგმება. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში არალეგალური ვაჭრობა გაცოცხლდება და უფრო გაძლიერდება.

„როდესაც აკაკი ზოიძემ თქვა, რომ თუთუნზე აქციზის გაზრდას და მის კონტროლს აპირებენ, ისიც უნდა აღენიშნა, რომ ამის ამოქმედების შემდეგ, გაცოცხლდება და გაძლიერდება არალეგალური ვაჭრობა. სომხეთიდან და რუსეთიდან წამოსული სიგარეტი უფრო პოპულარული გახდება და მის მოხმარებაზე გადავა ხალხი“, - აღნიშნავს სხვიტარიძე „ბიზნეს მედიასთან“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უკვე რამდენიმე დღეა დაბეჯითებით აცხადებს, რომ შემდეგი ნაბიჯი თუთუნის გაძვირება უნდა იყოს. ეკონოიმისტები კი ვარაუდობენ, რომ ეს კონტრაბანდის მასშტაბებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. არალეგალური სიგარეტის შემოდინება ორი მიმართულებიდან მოხდება - რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და სომხეთიდან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დეპუტატ ზოიძეს მოუწოდებს, რომ სოციალური რისკები კარგად დათვალოს და გაიაზროს, რომ ფასების ზრდა კორუფციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მისი აზრით, ეს ქვეყანაში შავი ბაზრის არსებობას ხელს შეუწყობს და ამით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაზარალდება

„ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა. მაინცდამაინც ქვეყანაში სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს?

„ხალხი შიმშილით რომ გვეხოცება, მაინცდამაინც თამბაქოს და სიგარეტს უნდა მივვარდეთ და ქვეყანაში ახლა ეს ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს? რისკები მაიტერესებს, რასაც სიგარეტის და თამბაქოს ფასის ზრდა გამოიწვევს, დათვლილი აქვს? გააანალიზა? კორუფციის რისკებს გაზრდის და აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კი ფიქრობს, რომ სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი აძვირებენ პროდუქციას, ხოლო გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება და ისედაც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას დამატებით ფინანსურ პრობლემას შეუქმნის.

dima ისე ,ეს ზოიძე მოგზავნილი მგონია!
5 წლის უკან
Maverick მოზავნილიცაა და გასაგზავნიც! ფარისეველია! სიგარეტს ებრძვის და დაბალხარისხიანი, საეჭვო პროდუქტი რომ შემოდის, ის თუმე სასარგრბლოა...
5 წლის უკან