“ივანიშვილი მარტოხელაა და განსაკუთრებულად არავის ენდობა”

“ივანიშვილი მარტოხელაა და განსაკუთრებულად არავის ენდობა”

“ქარიშხალი “ოცნებაში” - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე

„ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს სიტუაცია იმდენად არეულია, რომ ყოველდღიურად მოვლენები რადიკალურად იცვლება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. 

პარტიის გარდა  ცვლილებები ასევე მთავრობაშიც იწყება. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა,  პოსტი იუსტიციის მინისტრმა თეა წაულუკიანმა რამდენიმე დღეში  დატოვოს. მინისტრის თანამდებობიდან  წასვლის მიზეზად კი ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები სახელდებიან, რომელთა უკანაც რეალურად წულუკიანი იდგა.

სავარაუდოდ, სწორედ  წულუკიანს  გულისხმობდა პარტიაში უკან დაბრუნებული ყოფილი პრემიერი გადაცემა „რექციაში“ სტუმრობისას, როდესაც განაცხადა, რომ ბესელია თავის მოქმედებებში დამოუკიდებელი არ იყო. ასევე საინტერესოა თავად ღარიბაშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი და ვისი მეტოქე შეიძლება ის გახდეს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებესნ, რომ არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილის პარტიაში გამოჩენის შემდეგ,  კახა კალაძის დაღმასვლა დაიწყოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენების პარალელურად ქალაქის მერი დუმს და სავარაუდოდ, ის ამ დუმილის მეშვეობით „ოცნებაში“ ყოფნას იხანგრძლივებს.

„ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები  ადასტურებენ, რომ პარტიაში დაწყებული დაპირისპირების ფონზე  ქალაქის მერის პოზიცია არც საჯაროდ და არც შიდა საუბრებში არავის მოუსმენია.  

„რეზონანსთან“ ანალიტიკოსები აფასებენ მმართველ გუნდში შექმნილ სიტუაციას და ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის გამოჩენის შემდეგ,  კრიზისი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგანაც ის ე.წ. ახალების გუნდისთვის არც თუ სასურველი ფიგურა იქნება და ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული მას ბიძინა ივანიშვილსგან რა სახის  მხარდაჭერა ექნება. თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდში დაბრუნება უფრო ე.წ. ძველი გვარდიის პარტიიდან წასვლის შეჩერებისთვის მოხდა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა სპეციალურად პარტიაში ახალი სახეების მისაღემად კომპანია დაიქირავა, რომლმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმრთველი გუნდის რიგები უნდა შეავსოს.  

ცალკე მოთამაშე პოლიტიკურ ფიგურად  ივანიშვილის შემდეგ ანალიტიკსოები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოიაზრებენ, რომელზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ პრემიერად ემზადება. თუმცა გახარიას ბედი როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს „თიბისი“ ბანკის  საქმის შემდეგ პოლიტოლოგებისთვის  რთულად პროგნოზირებადია.

ანალიტიკოსი გია ნოდია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რა მიზანს ემსახურება რეალურად, ეს თავადაც არ იცის. ივანიშვილი მას სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენებს. მას რა ხარისხის მხარდაჭერაც ექნება ივანიშვილისგან პარტიაში, სიტუაციის დალაგებას  იმ შესაძლებლობით  შეეცდება. ღარიბაშვილი ვინმეს გამაერთიანებელი ვერ იქნება და პირიქით, მას პარტიაში დისციპლინის გატარება მოუწევს.

ნოდია ვარაუდობს, რომ ის ან კობახიძის ან კიდევ კახა კალაძის კონკურენტი იქნება, რომლებისთვისაც მისი პარტიაში გამოჩენა, სავარაუდოდ, დიდი სიუპრიზი უნდა იყოს. თუმცა, გამომდინარე ქიიდან, რომ კობახიძეს ივანიშვილისგან გარკვეული მხადაჭერა აქვს და ეს ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ მეტ-ნაკლებად გამოჩნდა. მაშინ სავარაუდოდ, ეს კალაძის დაღმასვლის პროცესი უფრო უნდა იყოს.

ნოდია ვარაუდობს, რომ კალაძე სწორედ ამიტომაც დუმს, რადგანაც მას რაღაცის ეშინია და ცდილობს, რომ ივანიშვილს თვალში დიდად არ მოხვდეს. თუმცა, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და ეს მოსვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა “ოცნებაში”,  ვიდრე ეს ღარიბაშვილის წასვლამდე იყო. ასევე არავინ იცის მან ივანიშვილისგან რა სახის დავალება მიიღო. ისიც არავინ იცის, რამდენად ენდობა მას. როგოც ჩანს, მის გამოჩენას, თავად პარტიის წვერებშიც დიდი გაურკვევლობა მოჰყვა.

“ვნახეთ, რომ პრემიერი საერთოდ საქართველოშიც კი არ იყო, ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ისე დაინიშნა. არ მგონია თავად ღარიბაშვილმა და კობახიძე-კალაძემაც იცოდნენ, რა გამოუვათ ან რა არ გამოუვათ. რა თქმა უნდა, პარტიაში ყველა თავის გავლენის გაძლიერებას ეცდება, თუმცა დამოკიდებული ყველაფერი მაინც იმაზე, ივანიშვილისგან ვის რა მხარდაჭერა ექნება“, - აცხადებს ნოდია „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის ამ წუთას თეა წულუკიანის გადადგომას  სერიოზულად ვერ უყურებს. გამზარდია ამბობს, რომ მინისტრის  გაშვება რომ ნდომოდათ, მას აქამდე გაუშვებდნენ.

„ოცნებას“ წულუკიანი აქამდე რომ გაეშვა, პირიქით, საიმიჯო ქცევად ჩაეთვლებოდა, ამიტომაც დიდი ალბათობით გამზარდია მის პოსტიდან წასვლას არ მოელის. მისი აზრით, წულუკიანის გასაშვებად ბევრი მიზეზის მოძებნაც შეიძლებოდა და მთალად ბესელიას ამბავი მის გასაშვებად დიდ  ვერაფერ მიზეზად გამოდგება.

რაც შეეხება ღარიბაშვილის უკან პარტიაში დაბრუნებას და ვის მეტოქედ შეიძლება ის აღიქმებოდეს, გამზარდია უფრო კობახიძის შევიწროვებას ელის. მისი აზრით, კალაძის ფიგურა ახლა „ოცნებას“ უფრო აწყობს, ვიდრე ეს შეიძლება მას უნდოდეს. ამიტომაც გამზარდია ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, კობახიძის მეტოქედ უფრო უნდა განვიხილოთ. ხოლო რაც შეეხება კალაძის პოლიტიკურად პასიურობას, ის ამას ქალაქის მერობით ხსნის და ფიქრობს, რომ კალაძე თანამდებობით იმდენად დატვირთულია, პოლიტიკური აქტივობებისთვის დრო აღარ რჩება.

ანალიტიკოსი გახარიას ფიგურასაც აფასებს და ამბობს, რომ ის მინისტრს როგორც პოლიტიკურად მოთამაშეს ვერ ხედავს. მისი აზრით, გახარია უფრო ეფექტური ინსტრუმენტია ვიდრე მოთამაშე.  შეიძლება ის ასევე  სხვა ძალაუფლების ცენტრებისთვის იყოს ძლიერი, რომლებიც ასე ხელაღებით არ ჩანან.

„მერობა ისეთი ნაღმია და კალაძე ისეთ შარშია, რომ მისი პოლიტიკურად პასიურობა არც მიკვირს. ამიტომაც არ მგონია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მაინც და მაინც კალაძეზე ორიენტირებული იყოს.

“კალაძესაც თავისი ელექტორატი ჰყავს, ის რომ ახლა თამაშიდან გაიყვანონ, „ოცნების“ ელექტორატის რაღაც ნაწილი მასაც გაყვება. ახლა მმართველ გუნდს მერის პარტიიდან გასვლა არაფერში არ აწყობს, ან მისი პოზიციების შესუსტება. კალაძეს შეიძლება უფრო აწყობდეს სამომავლო პოლიტიკური კარიერისთვის „ოცნებისგან“ დისტანცირება.

“უფრო მგონია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნების ორი მოტივი იყოს. ერთი ეს შეიძლება იყოს ის, რომ ივანიშვილს გვერდით სანდო ადამიანი სურს ჰყავდეს, რადგანაც  უკვე ხედავს, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც თავადვე დააკომპლექტა, მისთვის არასანდო ადამიანებით არის გაჯერებული. მეორე  მხრივ კი ეს არის მცდელობა, რომ პარტიიდან ანტინაციონალი-კონსერვატიული ფრთის გადინება შეეჩერებინა და ამ სახის ელექტორატი უკან დაებრუნებინა. ასევე მგონია, რომ ღარიბაშვილს კობახიძის წინააღმდეგ გამოიყენებს, თუ არადა ისიც იმ ხიბლს დაკარგავს, რაც „ოცნების“ ამომრჩევლისთვის აქამდე ჰქონდა“, - აცხადებს გამზარდია „რეზონანსთან“.

მისვე თქმით, საქართველოში ყველა შინაგან საქმეთა მინისტრი გავლენიანი პირია, ოღონდ ზოგიერთებისგან განსხვავებით, გახარია რაღაც როლებშია ჩართული და ასევე ეფექტური მოსაუბრეა.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მარტოხელა ფიგურაა და მისი განსაკუთრებული ნდობით არავინ სარგებლობს. უბრალოდ, მეორე მომენტია არა ნდობა, არამედ მისთვის მიმდინარე ეტაპზე სასურველი სუბიექტები. ხოლო ამ კუთხით გახარიას ეს სასურველობა ამ ეტაპამდე ჯერ აქვს, მაგრამ, როდესაც საუბარი ივანიშვილის ნდობაზეა, ეს ასე ადვილად მოსახვეჭი არაა.

“ივანიშვილის გარშემო თავისუფალი ადამიანები ან ძალიან ცოტაა, ან კიდევ საერთოდ არ არსებობს. გახარია თუ პრემიერი გახდება, ისიც ვერ იქნება  ვერც დამოუკიდებელი და  ვერც ხანგრძლივი მმართველი“, - აცხადებს გამზარდია „რეზონანსთან“.